!!!!

Posted in Just on May 21, 2010 by Lisa

readershi shecvalet http://paranokia.wordpress.com/

me da wordpressma ertad avuriet :|

#1Kotti

Posted in trash on May 21, 2010 by Lisa

14052010058 

მეტროს გაჩერება, რომელიც ალბათ ყველაზე მეტად მიყვარს. ოდნავ მეშინია ხოლმე. არა,ნუ პრინციპში არც არაფერი. მაგრამ ცოტა ჟუტკია. აი თბილისის ურბანული ლეგენდები რომაა: იმ სადარბაზოში არ შეხვიდე, თორე დიდი ბიჭები დაგიჭერენ და მორფს (!) გაგიკეთებენ” ეგეთი პონტია. ამბობენ კოტტიზე ეგრე იქცევიანო. არ ვიცი. არ ვიცი. ხალяვაზე,გაგიკეთებს კი არა ჯოინთს არავინ მოგაწოდებს. არ დაიჯეროთ.

trash-project

Posted in trash on May 21, 2010 by Lisa

აუ, არა, რა. მე და სისტემატური ქმედებები ძალიან შორს ვართ ერთმანეთისგან. არასდროს ვწერდი დღიურს. (სისტემატურად) მავიწყდება ერთსა და იმავე დროს მაგალითად ანტიბიოტიკის დალევა. (მოვახერხე და დავიჭირვე). ვაყენებ რიმაინდერებს, და თუ არ მივწერე რატომ, ცხადია ვერ ვხვდები.

იმ დღეს რაღაც მსგავს რამეებზე ვლაპარაკობდი. გადავწყვიტე გავტესტო. ბევრ ბლოგზე ყოფილა. ფორუმზეც. ერთი დღე ერთი ფოტო. ფოტო იქნება ჩემი, და სავარაუდოდ მობილურით გადღებული. ნუ აპარატი მრჩება ხოლმე. უბრალოდ მაინტერესებს როდემდე გავქაჩავ. ვეცდები ზუსტად იმ დღის ფოტო იყოს. ემოცია რომ არ დაიკარგოს.

like sneakers on a wire

Posted in Just on May 21, 2010 by Lisa

ათი წელია უკვე ერთად ვართ. მის გარეშე ერთი დღეც ვერ ვძლებ. არა, ნუ ეხლა ყოფილა რთული პერიოდი. როგორც ყველასთან ალბათ. ერთხელ ნახევარი წელიც კი გაგრძელდა. მაგრამ ნუ შემდეგ ორივემ მოვინდომეთ. მეგობრებიც ჩაერიენ. და…. რამდენი ხანი გასულა ამასობაში. ნწ ნწ ნწ ჩვენ ერთად გავატარეთ ყველაზე ბედნიერი წუთები. ერთად ვიყავით როცა ყველაზე მეტად მტკიოდა. რამდენჯერ გაგვითენებია. არ ვიცი არ ვიცი. უკვე ათი წელია ვეწევი.

რაფიელ ერისთავი და… აიათოლაჰ ჰომეინი

Posted in Just on May 11, 2010 by Lisa

უკვე იმდენი დაწერეს, რომ გული მერევა. ისევ ვირტუალურ რეალობას ვუბრუნდები. ბინარულ სამშობლოში (!) მოვლენები ფანტასტიურად ვითარდება. დედისტრაკიზაცია ჶეისბუქზე. გამოხატავენ საკუთარ აზრს თავისუფლად და შეეცი თუ გინდა.

ძალიან არ მინდა კიხვაზე: საიდან ხარ? ჩემი პასუხი: ჯორჯია, ხეორხია, გეორგიენ… ისეთივე თანაგრძნობა-რესპექტნარევ ღიმილს იწვევდეს, მე რომ მემართება ირანელებთან საუბრისას. типа: რა დღეში ჩაგაგდეს თქვე საწყლებო 79ში, პატივს ვცემ შენს მშობლებს იქ რომ იქ არ დარჩნენ.

ჩვენი ქართულის და ისტორიის მასწავლებლებს ზედმეტი მოუვიდათ. მგონი.

პერედოზიროვკა.

Binary reality & digital love

Posted in Just on May 11, 2010 by Lisa

ვწერე. ვწერე. მერე შენახვა დამავიწყდა. ასეც უნდა ყოფილიყო. წინა ცხოვრებიდან ამოქექილი პოსტის სათაური. არააქტუალური.

მოკლედ რა იყო ეხლა. ერთხელ მგონი ვახსენე, (თითქმის) ყველაფერს ასე ვინიშნავ ხოლმე, მერე ვეღარასდროს ვპოულობ. ეს სათაურიც ასე იყო. რამე გემრიელის დაწერა მინდოდა. მერე ისტორია გახუნდა.

“უთავმოყვარეობაა და მეტი არაფერი” – მეტყოდა ეხლა -  “პირადი ცხოვრება არავის მოახვიო, ეს ერთი, რა საჭიროა ხალხის დაგრუზვა ეს ორი და ბოლოსდაბოლოს შეეშვი ამ დისტანციურ მარაზმს ეს სამი”. ჰო, ზუსტად ასე მეტყოდა. ხმა მესმის პირდაპირ. მართალიც იქნებოდა.

მეც, როგორც მორჩილი (!) შვილი, პირნათლად ვასრულებ ართქმულ დარიგებას. არ ვწერ პირადზე(ხანდახან მეპარება ხოლმე). ვცდილობ არ დავგრუზო და რაც მთავარია ვირტუალურ-ვითომარსებულ-დისტანციურ ურთიერთობებს საბოლოოდ შევეშვი მგონი.

მატარებელი ზესტაფონი-ქვემო ტოკიო..

Posted in Just on April 25, 2010 by Lisa

ვგიჟდებოდი ამ არტზე. მერე ზესტაფონი უფრო აქტუალური გახდა. მოკლედ მატარებლამდე ორი საათია. გარეთ ოცი გრადუსი. მე არასეზონური ფეხსაცმილით. მოკლედ ბოდიალს აზრი არ ქონდა, ან მე არ მქონდა თავი. მოთბო extra cold heineken (მენიუშში ასე ეწერა) სამაგიეროდ WIFI და თურქული ესტრადა.

დüსელდორფში აღმოვჩნდი. როგორ და რატომ შემდეგ პოსტში. ქალაქით აშკარად ვერ აღვფრთოვანდი. პრაღის ბრალია ალბათ. სამაგიეროდ, პროდუქტიული და შინაარსიანი სემინარი იყო. 68 წლის ევროპულ მემარცხენე მოძრაობაზე. ერთი ტიპი გაიჩითა (მომხსენებელი) “ხო, რავიცი მე და რუდი ერთად ვწერდით პროკლამაციებს, მერე წიგნიც გამოვეცითო”, ჩვენს გაოგნებულ სახეებს რომ დააკვირდა დაამატა, რუდი.. დუჩკე..

One life stand

Posted in Just on April 19, 2010 by Lisa

დიდი ხნის წინ ჩავინიშნე სათაურად.  ვფიქრობდი დამეწერა. აღარ ღირს…

და ეს Fოტოც ისე. სხვათაშორის. შემთხვევით წავაწყდი.

Read more »

On the (cross)road

Posted in Just on March 26, 2010 by Lisa

ჩვენ ტერმინალში ვცხოვრობთ.

აეროპორტის თაობა დაგვარქვა ჩემმა მეგობარმა. თვითონაც ეგეთია.

90იანების მიგრაციის პირველ ტალღაში არ მოვყოლილვართ. მაშინ სკოლა იყო. პავლოვზე სროლა. ბლЯდსკი ბაღში რაზბორკები.

ჩვენ მერე ავიბარგეთ. ორიათასისკენ.

ნელ-ნელა.

ცოტ-ცოტა.

მოკლე-მოკლე.

მერე ჩავრჩით.

მგონი.

ოღონდ სად არ ვიცი.

ჩვენი ბავშვობის ოთახებში სხვები ცხოვრობენ.

ჩვენები ამბობენ რომ გადავჯიშდით: გვაქვს უსაფუძვლო ამბიციები. ზედმეტი დამოუკიდებლობა. არავითარი იდენტურობა. აღარც ეთნიკური მიკუთვნება.

ჩვენ აეროპორტის თაობა ვართ. ჰაერში ვცხოვრობთ. მისამართს ხელფასის მიხედვით ვიცვლით.

გვაქვს ჩემოდნები მუდმივ მზადყოფნაში. სულ უფრო ნაკლები ბარგით და „ჩემებთან რაღაცას გაგატან“ ადგილით.

ჩვენ ტრანზიტულ-ტერმინალში ვცხოვრებთ. პირდაპირი რეისი არ გვაქვს. არც მიმართულება.

სამაგიეროდ გვაქვს ბლოგი და ფეისბუქის ექაუნთი.

ჩვენ არ ვცნობთ ადნაკლასსნიკებს. ვამბობთ რომ გოიმობაა. მაგრამ ძველ კლასელებს მაინც ვეძებთ.

გვაქვს მეტროს პრაიზნოი. ხანდახან სექსიც. მაინც გვენატრება თბილისის ტაქსებში ზასაობა.

ჩვენ ფრენებს შორის ვცხოვრობთ. და ამ დროს ვაფრენთ.

ლიტ.კაჶეში ინტერნეტი ეკიდება. სამაგიეროდ, მაინც გაშლილი გვაქვს ნეტბუქები. ვატარებთ სათვალეს. კონცეტრირებული სახით შემდეგ შეხვედრას ველოდებით.

ახლობლების ნახვის გრაფიკი გაწერილია. ლიმიტირებული. სამაგიეროდ ყოველთვის გვრჩება დრო ძველი მეგობრებისთვის. რომლებთანაც ოდესღაც ფლირტი გვქონდა. იმათი სასაუბბრო თემები არ შეცვლილა თურმე. გული გწყდება სადღაც. სადღაც გიხარია, რომ თვითონ შეიცვალე.

ვეღარ ვიტანთ რეპლიკებს. რომ “სადაც ჩევნ ვართ ძალიან მაგარია”, “ჩვენც მაგარი ტიპები ვართ იმიტო რო წავედით”. და იქ იმიტო ჯობია, რომ თვითონ არასდროს ყოფილან.

მხოლოდ ჩვენ ვიცით. სადღაც შიგნით. რომ ეს ყველაფერი ფიქციაა.

ფიქცია რეალურ დროში. ვირტუალურ სამყაროში.

მერე ისევ ვკრავთ ჩემნოდანს.

да выключите кто нибудь эту рыбу

Posted in Just on March 12, 2010 by Lisa

კომუნაში მინდოდა მეცხოვრა ყოველთვის. (წერა დავიწყე თუ არა, ჯერ ერთმა გამოირა, მერე მეორემ, ბოლოს მესამესთან წავედით). მოკლედ თავიდან ვიწყებ:

ყოველთვის მინდოდა კომუნაში მეცხოვრა. ჯერ ჰიპობანას ვთამაშობდი. მერე შესაბამის ფორუმზე ვწერდი. სანამ უსერებმა ცოცხლად არ დაჭამეს ერთმანეთი. (ჰიპები ნუ (!)) არ ღირდა. წამოვედი. მერე ასე ვერთობოდი. 

დღეს ტელეფონის დალაგებისას (!) საინტერესო note ვიპოვე. მთავარი ის კი არ არის ცხოვრებაში ერთხელ იყო ჰიპი. მთავარია მთელი ცხოვრება დარჩე ჰიპად. (დათო ტურაშვილი) 2004 წელი მესტია. (ეს უკვე ჩემი მინაწერი).

ზუსტად მაშინ. უამინდობის გამო, რომ ჩავრჩით. მუჭში მოქცეულ ბოლო ღერებს ვეწეოდით მე, ნინა და დედა. ვლაპარაკობდით გაოგნებამდე. ის იხსენებდა. ჩვენ ვოცნებობდით. მესამე კურსზე გადავდიოდით. არადა იმ ზაფხულს ლჰასაში გვინდოდა წასვლა. სიმშვიდე დედამიწაზე მარტო ტიბეტში  და სვანეთშია. თქვა ნინამ. (ესეც ტელეფონში ვიპოვე). მეორე დილით ქვედა გზით დავბრუნდით.

სენტიმენტალური ნაგვის გარეშე: ისეთი ორი კვირა აღარ ყოფილა. ყველაფერი გაჩვეულებრივდა. ნომადივით დავიწყე ცხოვრება. იქ სადაც არ ვიყავი მენატრებოდა. ეხლა ჩვევაში გადავიდა. ესეც. ეხლა კომუნაშიც ვცხოვრობ. მაგარი სტრანნი გრძნობაა. დაჭრილ ვაშლს რომ ჩაკბეჩ, და მიხვდები რომ მანამდე ვიღაცამ იმავე დანით ხახვი დაჭრა და არ გარეცხა. საბოლოოდ ვერ ხვდები რას ჭამ. არც ეშვები. მჟავე, მწვანე ვაშლი მაგრა გინდოდა. მერე რა თუ სხვა გემოც დაყვება. ესეც კომუნალკის изюминкებია.

ჩანდა თეთნულდი.  и за окошком альпы. და კომუნაში მინდოდა მეცხოვრა.

P.S აშკარად სათაური ვერ. მგონი რაღაც სხვა მინდოდა დამეწერა. სადღაც ხუთ დღეში ცოტა ხნით ჩავდივარ. სვანეთში ხომ არ ავსულიყავი?

Follow

Get every new post delivered to your Inbox.