On the (cross)road
ჩვენ ტერმინალში ვცხოვრობთ.
აეროპორტის თაობა დაგვარქვა ჩემმა მეგობარმა. თვითონაც ეგეთია.
90იანების მიგრაციის პირველ ტალღაში არ მოვყოლილვართ. მაშინ სკოლა იყო. პავლოვზე სროლა. ბლЯდსკი ბაღში რაზბორკები.
ჩვენ მერე ავიბარგეთ. ორიათასისკენ.
ნელ-ნელა.
ცოტ-ცოტა.
მოკლე-მოკლე.
მერე ჩავრჩით.
მგონი.
ოღონდ სად არ ვიცი.
ჩვენი ბავშვობის ოთახებში სხვები ცხოვრობენ.
ჩვენები ამბობენ რომ გადავჯიშდით: გვაქვს უსაფუძვლო ამბიციები. ზედმეტი დამოუკიდებლობა. არავითარი იდენტურობა. აღარც ეთნიკური მიკუთვნება.
ჩვენ აეროპორტის თაობა ვართ. ჰაერში ვცხოვრობთ. მისამართს ხელფასის მიხედვით ვიცვლით.
გვაქვს ჩემოდნები მუდმივ მზადყოფნაში. სულ უფრო ნაკლები ბარგით და „ჩემებთან რაღაცას გაგატან“ ადგილით.
ჩვენ ტრანზიტულ-ტერმინალში ვცხოვრებთ. პირდაპირი რეისი არ გვაქვს. არც მიმართულება.
სამაგიეროდ გვაქვს ბლოგი და ფეისბუქის ექაუნთი.
ჩვენ არ ვცნობთ ადნაკლასსნიკებს. ვამბობთ რომ გოიმობაა. მაგრამ ძველ კლასელებს მაინც ვეძებთ.
გვაქვს მეტროს პრაიზნოი. ხანდახან სექსიც. მაინც გვენატრება თბილისის ტაქსებში ზასაობა.
ჩვენ ფრენებს შორის ვცხოვრობთ. და ამ დროს ვაფრენთ.
ლიტ.კაჶეში ინტერნეტი ეკიდება. სამაგიეროდ, მაინც გაშლილი გვაქვს ნეტბუქები. ვატარებთ სათვალეს. კონცეტრირებული სახით შემდეგ შეხვედრას ველოდებით.
ახლობლების ნახვის გრაფიკი გაწერილია. ლიმიტირებული. სამაგიეროდ ყოველთვის გვრჩება დრო ძველი მეგობრებისთვის. რომლებთანაც ოდესღაც ფლირტი გვქონდა. იმათი სასაუბბრო თემები არ შეცვლილა თურმე. გული გწყდება სადღაც. სადღაც გიხარია, რომ თვითონ შეიცვალე.
ვეღარ ვიტანთ რეპლიკებს. რომ “სადაც ჩევნ ვართ ძალიან მაგარია”, “ჩვენც მაგარი ტიპები ვართ იმიტო რო წავედით”. და იქ იმიტო ჯობია, რომ თვითონ არასდროს ყოფილან.
მხოლოდ ჩვენ ვიცით. სადღაც შიგნით. რომ ეს ყველაფერი ფიქციაა.
ფიქცია რეალურ დროში. ვირტუალურ სამყაროში.
მერე ისევ ვკრავთ ჩემნოდანს.
March 26, 2010 at 16:52
იმ დღეს ეს არ გეტყობოდა :)