Binary reality & digital love
ვწერე. ვწერე. მერე შენახვა დამავიწყდა. ასეც უნდა ყოფილიყო. წინა ცხოვრებიდან ამოქექილი პოსტის სათაური. არააქტუალური.
მოკლედ რა იყო ეხლა. ერთხელ მგონი ვახსენე, (თითქმის) ყველაფერს ასე ვინიშნავ ხოლმე, მერე ვეღარასდროს ვპოულობ. ეს სათაურიც ასე იყო. რამე გემრიელის დაწერა მინდოდა. მერე ისტორია გახუნდა.
“უთავმოყვარეობაა და მეტი არაფერი” – მეტყოდა ეხლა - “პირადი ცხოვრება არავის მოახვიო, ეს ერთი, რა საჭიროა ხალხის დაგრუზვა ეს ორი და ბოლოსდაბოლოს შეეშვი ამ დისტანციურ მარაზმს ეს სამი”. ჰო, ზუსტად ასე მეტყოდა. ხმა მესმის პირდაპირ. მართალიც იქნებოდა.
მეც, როგორც მორჩილი (!) შვილი, პირნათლად ვასრულებ ართქმულ დარიგებას. არ ვწერ პირადზე(ხანდახან მეპარება ხოლმე). ვცდილობ არ დავგრუზო და რაც მთავარია ვირტუალურ-ვითომარსებულ-დისტანციურ ურთიერთობებს საბოლოოდ შევეშვი მგონი.
May 11, 2010 at 12:05
მაიტა კაცო, დაგვგრუზე, არ დაგვინდო :)
May 15, 2010 at 17:35
არვიცი რატომ…
ნუ ალბათ იმიტომ, რომ მე 98% სულ პირადზე ვწერ, სხვისი პირადის კითხვა, ვიდრე იმისი, თუ რა გამოიგონა დღეს გუგლმა.
წერე, არ არის პრობლემა. ჩვენ იმისთვის ვართ აქ ბლოგერები.