Archive for April, 2009

10.04.09

Posted in Just on April 10, 2009 by Lisa

ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, ხალხი აქ ფულს ახურდავებს, სიგარეტს ყიდულობს, თმას იჭრის და… 12 სკამის ამბავია მოკლედ. მართლა. სამაგიეროდ 10 ევრო და მთელი კვირის პროდუქტი მოგაქვს. სასეირნოდაც მშვენიერი იყო. ნუ მერე ფეხსაცმელმა ფეხი გადამაყვლიფა… რატო არ მიკვირს ნეტა. ხამობაა. როცა იცი რო გტკენს უნდა დაყენდე. მოკლედ რა. სამაგიეროდ უგზოუკვლოდ კმაყოფილი ვიყავი. გუშინდლიდან ვიცოდი რა უნდა მცმოდა. :0)

გენიალური ამინდია რაც ჩამოვედი. არანორმალურად ვიცვლი მუსიკას. დღის ტრეკები მაქვს. აბსოლიტურად სხვადასხვანაირი. ოღონდ მთელი დღე ერთიდაიგივე. :მეზობლები დავიკიდეთ: Lost In Amsterdam Like a rolling stone ვოტ ტაკ ვოოტ…

Advertisements

5.04.09 tenth floor

Posted in Just on April 5, 2009 by Lisa

მეექვსე დღე. არაჩვეულებრივი ბლიკი (aka ხედი) ფანჯრიდან. ხო ვთქვი მეათე სართული-მეთქი. გუშინ გენიალური სასეირნო ადგილები აღმოვაჩინე. დღეს წიგნით, ყავით და სიგარეტით შეიარაღებული ვაპირებდი ჩასვლას. წვიმდა. ტიპიური კვირადღე მოვიწყვე. რეკორდი = პირველ საათამდე ვიწექი. ყავაც კი ლოგინში დავლიე. ნუ სანამ დრო მაქვს უნდა მოვიწყო ასე პრაზნიკები. ნელნელა ყველაფერი ლაგდება. და იმაზე უკეთ ვიდრე წარმოვიდგენდი. და კიდე საინტერესო რაღაც აღმოვაჩინე. დვორსკი კითხულობს ხოლმე ჩემს ბლოგს. მაგარია. პრინციპში მარტო ის მარა ნუ მაინც. რაღაც დროის მერე მაინც მიიღებს ცოტა ადამიანურ სახეს მასალა უნდა დაგროვდეს. აი შტოFი არ მაქვს. ჯერ. ნუ კი იყო. თბილისში. მარა მერე ისტერიული და ზერომანწიკული უნდა გამოსულიყო და არ მინდოდა. გავატარეთ.