Archive for May, 2009

29.05.09

Posted in Just on May 29, 2009 by Lisa

არა, იცი რა მაინტერესებს, პრინციპით სადაც მე არ ვარ ყველგან უკეთესია მარტო ქართველები ვცხოვრობთ თუ? ხვალ ამათაც უნდა ვკითხო. ლენკამ მითხრა არტგენი იწყებაო. ავწუწუნდი. შარშან რომ თბილისში ვიყავი ხო რას ამბობ. დავიმხე.

да везде одинаково. თვითონ თუ არ იჩალიჩე.

მოვიმარაგე ბოიპრიპასები (© შატბერა, ოღონდ ის არა, ჩემი). შევჯექი ფანჯრის რაფაზე. მომენატრება. აშკარად. ხომ მავმბობდი. მარაზმები. ერთ თვეში გადავდივარ.

Advertisements

nothing personal…

Posted in Just on May 29, 2009 by Lisa

ერთი პერიოდი ვიწერდი. მერე აღარ. ეხლა ბლოკნოტებში, ფურცლების ნაკუწებზე ვაწყდები ხოლმე. თარიღები ბევრს არც აწერია. სამაგიეროდ არანორმალური მუხტი მოაქვს. უცბად ვხვდები რა კონდინციაში ვიყავი. სულ ვიმუქრებოდი გმოვფენ-მეთქი. ეგაა რა. ნამსხვრევები.

Continue reading

Zu mir oder Zu dir_ბლოკ(ნოტ)პოსტი

Posted in Just on May 26, 2009 by Lisa

ადრე ვიყავი. რამდენჯერმე. მაშინ. სულ მახსენდებოდა. ალბათ მერეც. აქ ყველაფერი ხდება. რაზეც გიოცნებია. ან ვერც. უბრალოდ ვერასდროს ხვდებოდი რომ. მუხტი მოაქვს. უცბად ხვდები თურმე რა გაკლდა ამდენ ხანს. ლუდის ქარხანაშიც აღარ მიდიხარ. რა ცეკვა. აქ ჯობია. ჩემია.

გუშინ ნაყიდი სათვალე გავტეხე. მთელი თვე ვუმიზნებდი. და დღეს მატარებელში. თავისით. მივეყუდე.

აშკარად ჭირდება რაღაცეებს გადახედვა.

06.05.09

Posted in Just on May 6, 2009 by Lisa

ნუ მთლად ერთთვიანი პაუზა არა, მაგრამ მაინც. არ ვარ მე ის ადამიანი, სისტემატიურად რომ აკეთებს რაღაცას. ყოველ შემთხვევაში ნებითა ჩემითა. ვამბობ. არ გჯერათ.

პრინციპში ესეც პროგრესია. თვითონ მიკვირს.

დღეს გუგლრიდერზე მიბმული ბლოგები 400-ზე მეტს რომ მიციმციმებდა, მაშინ ვიკადრე და გადავხედე. ხო ნუ რაღაცეები აშკარად სინტერესოა. ლინგვისტუსი. (იმდენად ჩავითიშე, რომ კომენტარი გავაკეთე, რაც საერთოდ არ მახასიათებს, ამ –ზე და –ში ამბებზე ფიქრით ერთი პერიოდი ტვინი ვიღძე) და დოდკას პოზიტივები.

დიდმა ბლოგერმაც როგორც იქნა დაწერა. უკვე მიაკრიტიკეს. ვეღარ ეწერინება. რა ქნას. არადა, იმ დროს სულ არაფერი რომ არ ხდებოდა (ორმაგი უარყოფა აქ ვგონებ შეიძლება:O) ), გამონათება იყო. აი ფუნუშაში რო ქიშმიშის პოვნა გიხარია. სულ ეგეთი ქიშმიშები იყო. თან ყოველ დღე. ეხლა სულ ლინკებია. ალბათ კარგი. ვერ ვნახულობ.

გუშინ სმსები დავალაგე. ვამაყობ საკუთარი თავით. უკვე ტელეფონი ვეღარ უძლებდა 3061 შემოსული. და ნუ გასული თვითონ დათვალე. ალბათ 4ჯერ მეტი. თუ დუ ლისტში კი არა და უკვე რულონზე, აუცილებლად გასაკეთებელი, მოსასწრები, გადავადებული საქმეების სია რომ მაქვს მონდომებით ჩამოწერილი – ერთით ნაკლები შესასრულებელი პუნქტი დამრჩა. :ტაში: არადა რეალურად მაცადინაობა მეზარებოდა. ზუსტად მაცადინაობა. ხოდა ლექტორი მეტყვის მერე ერთ მშვენიერ დღეს –ადი გადი გარეთ. არაფლის მაქნისი ხარ მაინცო (მერე დეჟავუ მექნება).

დამეძინა. დისტანციური ურთიერთობები სახეს მახევს.

პ.ს  ხო მართლა იმ სიას ჩავხედე – ხვალ რამე არ გამომრჩეს. და ნახევარი პუნქტი გადავშალე.                              –>ლიზა, წერე ბლოგი. (წავშალე) ადამიანურად. (დავტოვე).