06.05.09


ნუ მთლად ერთთვიანი პაუზა არა, მაგრამ მაინც. არ ვარ მე ის ადამიანი, სისტემატიურად რომ აკეთებს რაღაცას. ყოველ შემთხვევაში ნებითა ჩემითა. ვამბობ. არ გჯერათ.

პრინციპში ესეც პროგრესია. თვითონ მიკვირს.

დღეს გუგლრიდერზე მიბმული ბლოგები 400-ზე მეტს რომ მიციმციმებდა, მაშინ ვიკადრე და გადავხედე. ხო ნუ რაღაცეები აშკარად სინტერესოა. ლინგვისტუსი. (იმდენად ჩავითიშე, რომ კომენტარი გავაკეთე, რაც საერთოდ არ მახასიათებს, ამ –ზე და –ში ამბებზე ფიქრით ერთი პერიოდი ტვინი ვიღძე) და დოდკას პოზიტივები.

დიდმა ბლოგერმაც როგორც იქნა დაწერა. უკვე მიაკრიტიკეს. ვეღარ ეწერინება. რა ქნას. არადა, იმ დროს სულ არაფერი რომ არ ხდებოდა (ორმაგი უარყოფა აქ ვგონებ შეიძლება:O) ), გამონათება იყო. აი ფუნუშაში რო ქიშმიშის პოვნა გიხარია. სულ ეგეთი ქიშმიშები იყო. თან ყოველ დღე. ეხლა სულ ლინკებია. ალბათ კარგი. ვერ ვნახულობ.

გუშინ სმსები დავალაგე. ვამაყობ საკუთარი თავით. უკვე ტელეფონი ვეღარ უძლებდა 3061 შემოსული. და ნუ გასული თვითონ დათვალე. ალბათ 4ჯერ მეტი. თუ დუ ლისტში კი არა და უკვე რულონზე, აუცილებლად გასაკეთებელი, მოსასწრები, გადავადებული საქმეების სია რომ მაქვს მონდომებით ჩამოწერილი – ერთით ნაკლები შესასრულებელი პუნქტი დამრჩა. :ტაში: არადა რეალურად მაცადინაობა მეზარებოდა. ზუსტად მაცადინაობა. ხოდა ლექტორი მეტყვის მერე ერთ მშვენიერ დღეს –ადი გადი გარეთ. არაფლის მაქნისი ხარ მაინცო (მერე დეჟავუ მექნება).

დამეძინა. დისტანციური ურთიერთობები სახეს მახევს.

პ.ს  ხო მართლა იმ სიას ჩავხედე – ხვალ რამე არ გამომრჩეს. და ნახევარი პუნქტი გადავშალე.                              –>ლიზა, წერე ბლოგი. (წავშალე) ადამიანურად. (დავტოვე).

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: