Archive for June, 2009

MJ

Posted in Just on June 25, 2009 by Lisa

…………

ჰოთდოგებთან თერთმეტს რომ ოცი დააკლდება

Posted in Just on June 22, 2009 by Lisa

გადმოვჯექი.

სიგარეტი პირველად როდის შევახვიე არ მახსოვს. ზატო როდის მომაწოდეს არ დამავიწყდება. თავისუფლებააო. თავისუფლება არა ცელი. სტილი იყო. სკარეევსევო პონტი. ესჩაიჩემზედაწერეციურიდეიდა. აუდიტორიაში მოჭუტული თვალით ვტუზავდი. ეტო ბილო დავნო ი გლუპო.

გადმოვჯექი. გავONდი. ეხლა ხო ეგრეა ფეისბუქზე თუ აკომენტებ ზნაჩიტ სუნთქაM. თუ თვითონაც პოსტავ ხო ვაPშე. ისევ გასახვევ ტაბაკს ვეწევი. გამოყოლილია.

-მოკლედ ხვალ თერთმეტს რომ ოცი დააკლდება –… … -წითელ ბუტკასთან…

Come my friends! It’s not too late!.. to seek out a new world..

Posted in Just on June 22, 2009 by Lisa

მგონი მართლა მაშინ წერენ როცა ერთულებათ. სულ არ მინდოდა ასე გამოსულიყო. მეათე სართულიდან გათიშული ქალაქი ჩანს. ზუსტად ათ დღეში მორიგი ახალი ცხოვრება იწყება. გადასვლები. ინკარნაციასავით.

კატა არ მყავს, ყოველდღე რომ ვწერო როგორ გაიზმორა. ფიკუსი ცხოვრობს ჩემს რაფაზე. ლოგინთან ტელეფონი, თითქმის ერთადერთი – მაღვიძარას დანიშნულებით და უოლ სთრით ჯურნალი. რომანწიკისთვის ნაყიდ სანთლებს თითქმის არ ვანთებ. სამაგიეროდ ზუსტად ვიცი, ყავის მანქანაში წინა საღამოს უნდა ჩაისხას წყალი. დილით თითს მიაჭერ და… კბილების გახეხვამდე მზად არის.

საუნდტრეკმა მომსპო. არ უნდა ჩამომეწერა. ხო ვიცოდი, ეს მოყვებოდა. ფილმს ვეღარ ვიყურე. ჩემს გვერდით არავინ იჯდა ვინც გემრიელად გაიცინებდა. ვეტყოდი, რომ ეს სიმღერა ყველაზე მეტად უხდება მთელ ამ დავიდარაბას. იუარებდა. ჩემსას გავიტანდი. ბოლოს თავისთვის ჩაიბუტბიტებდა,რომ თვითონ არის მართალი. და მე ვითომ ვერ გავიგეეე… არადა მაშინ ტექსტი არ ვიცოდი. ბევრად უარესად ყოფილა საქმე.

დილით ისევ ვაკოცებ მზეს.

არა, არ ჯობდა ეხლა კატა მყოლოდა. მოვყვებოდი უფრო აზრიან სისულელეს. ხვალ წვიმა იქნება. ნოეც აღარ შემოდის სკაიპში. კიდობანში ადგილების ამბები მინდოდა გამერკვია.

მზეს მაინც ვაკოცებ. ღრუბლებიდან. ჯაგრისმომარჯვებული ვეტყვი რომ მაგარია ისევ გათენება. მერე წავალ ათდღეშიდასაწყებიცხოვრებისფორმალობებს (ეს ერთი სიტყვაა) მოვაგვარებ.

ჰო, მართლა კატებზე ალერგია მაქვს. (ეს ოფიციალური ვერსიაა, არსად ვტყდები, რომ ბეწვიანი ცხოველების მეშინია) (მამენტ ბუმბულიანისაც) გამოდის რო თევზები მყვარებია აკვარიუმში. ა ეტა იდეა… ხვალ ფორმალობამოგვარებული ზოომაღაზიას მოვძებნი)

15.06.07

Posted in Just on June 14, 2009 by Lisa

სახლში დავბრუნდი. ანტონიონი და ფინქ ფლოიდი.

-რაღაც ისეთი მომინდა ახლა. დევიდ ბოუის კონცერტზე მოვხვდებოდი
– ნუ გაატრაკე..

სკაიპი. გ. & მე. არადა მართლა რაღაც ეგეთ განწყობაზე. მერე სრული დამაჯერებლობისთვის ლინკიც მოაყოლა.

გუშინ სოლარბარში ვიყავი. კომენტარი არ უნდა. მზის ჩასვლას ვუყურებდი მეჩვიდმეტე სართულიდან.

მეძებეთ ახალ მისამართზე: დასახლება ზაბრისკიე პოინტ, ტრასიდან რომ გადმოუხვევთ პირველივე შესახვევი. ოცდამეცხრე კარავი. ლურჯი. იქვე დგას VW მინიბუსი. ბევრი ფერადი ყვავილი ახატია. მოკლედ მიხვდებით რომელიცაა.