Come my friends! It’s not too late!.. to seek out a new world..


მგონი მართლა მაშინ წერენ როცა ერთულებათ. სულ არ მინდოდა ასე გამოსულიყო. მეათე სართულიდან გათიშული ქალაქი ჩანს. ზუსტად ათ დღეში მორიგი ახალი ცხოვრება იწყება. გადასვლები. ინკარნაციასავით.

კატა არ მყავს, ყოველდღე რომ ვწერო როგორ გაიზმორა. ფიკუსი ცხოვრობს ჩემს რაფაზე. ლოგინთან ტელეფონი, თითქმის ერთადერთი – მაღვიძარას დანიშნულებით და უოლ სთრით ჯურნალი. რომანწიკისთვის ნაყიდ სანთლებს თითქმის არ ვანთებ. სამაგიეროდ ზუსტად ვიცი, ყავის მანქანაში წინა საღამოს უნდა ჩაისხას წყალი. დილით თითს მიაჭერ და… კბილების გახეხვამდე მზად არის.

საუნდტრეკმა მომსპო. არ უნდა ჩამომეწერა. ხო ვიცოდი, ეს მოყვებოდა. ფილმს ვეღარ ვიყურე. ჩემს გვერდით არავინ იჯდა ვინც გემრიელად გაიცინებდა. ვეტყოდი, რომ ეს სიმღერა ყველაზე მეტად უხდება მთელ ამ დავიდარაბას. იუარებდა. ჩემსას გავიტანდი. ბოლოს თავისთვის ჩაიბუტბიტებდა,რომ თვითონ არის მართალი. და მე ვითომ ვერ გავიგეეე… არადა მაშინ ტექსტი არ ვიცოდი. ბევრად უარესად ყოფილა საქმე.

დილით ისევ ვაკოცებ მზეს.

არა, არ ჯობდა ეხლა კატა მყოლოდა. მოვყვებოდი უფრო აზრიან სისულელეს. ხვალ წვიმა იქნება. ნოეც აღარ შემოდის სკაიპში. კიდობანში ადგილების ამბები მინდოდა გამერკვია.

მზეს მაინც ვაკოცებ. ღრუბლებიდან. ჯაგრისმომარჯვებული ვეტყვი რომ მაგარია ისევ გათენება. მერე წავალ ათდღეშიდასაწყებიცხოვრებისფორმალობებს (ეს ერთი სიტყვაა) მოვაგვარებ.

ჰო, მართლა კატებზე ალერგია მაქვს. (ეს ოფიციალური ვერსიაა, არსად ვტყდები, რომ ბეწვიანი ცხოველების მეშინია) (მამენტ ბუმბულიანისაც) გამოდის რო თევზები მყვარებია აკვარიუმში. ა ეტა იდეა… ხვალ ფორმალობამოგვარებული ზოომაღაზიას მოვძებნი)

Advertisements

One Response to “Come my friends! It’s not too late!.. to seek out a new world..”

  1. მომწონს ეს ბლოგი, მიხარია, რომ ვიპოვე :)
    უი, არ გინდა თევზები რა! :( მეცოდებიან, ვერც ხმას იღებენ, ვერც ბრაზდებიან, დაცურავენ, დაცურავენ და მგონია, რომ აკვარიუმის გამომტვრევა უნდათ. ისევ კატა ჯობია. ან მზეს აკოცე ისევ და გადაგივლის :love:

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: