უმმ…


ვინც მიცნობს, კარგად იცის აღსარებება-მონანიებებისგან ძალიან შორს რომ ვარ. მაგრამ რაღაც ამდაგვარი, მათთვის ვინც მკითხულობს და შესაბამისად არ მიცნობს. გადაბარგებამ და რვა-რვა საათიანმა სამდღიანმა ბლოკ-სემინარმა უამრავი დრო წაიღო. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ფაქტიურად არ მძინებია. შედეგი ახეული სახე.

რამდენიმე პოსტის იდეა მაქვს. პერიოდულად ჩანაწერებს ვაკეთებ. საბოლოოდ გამოვა ალბათ რამე.

დავლაგდისავით. ყოველ შემთხვევაში, ოთახში შემოსვლისას პირველადი ეფექტი ეგეთია. წვრილმანები დამრჩა. კედლები ძალიან მეთეთრება ისევ. სასწრაფოდ ვსაჭიროებ შესაბამისი მაღაზიების დალაშქვრას. ნაკუწები, აი კარებებზე რომ ვაკრავ ხოლმე უკვე გადავარჩიე. ეხლა დრო მინდა, ხოდა საიდან გამოვჭრა (დრო) არ ვიცი. არ მყოფნის ეს 24 საათი, რომ ვამბობ არ გჯერათ.

დღის აღმოჩენა: წინა მეზობლის დატოვებულ, საზეიმო ვითარებაში გადმოცემულ ორ უზარმაზარ ხმის გამაძლიერებელს – ხადავოი ქართულით კალონკას, აიპოდი უერთდებააააა… მეზობლები ***ზე…

მეზობლებზე გამახსენდა. პირველი ღამის ეფექტი (ეს ის არაა რასაც შენ ფიქრობ), გადმოსვლის პირველი ღამის ეფექტი: აქამდე ხო გამოკიდებული ვიყავი მეათე სართულზე, ტრანსპორტი, ხმაური, პიპინი, გინება არ გამიგია სამი თვეა. შოკი მქონდა. ტატოს (ჩემი ძველი მეზობელი) ჰაუსები მენატრებოდა უნდა ვაღიარო. 

პირველი ღამე. ფანჯარა ცხადია ღია. მგონი 38°C ღამით. და რა მესმის, კი არადა რა აღარ მესმის: მუსიკა ბოლო ხმაზე. თან სხვადასხვა ერთდროულად. ყვირილი. ყაყანი. სიცილი. ბოთლების მტვრევა. გამთენიისას ჯლაგუნით დაბრუნებული გახრონწილი მთვრალი ფლეტმეითი. მოკლედ ბედნიერებების მთელი პაკეტი.

მეზობლებო, მადლობთ რომ ასეთები ხართ. რომ თქვენთვის არ არსებობს “11საათზე დაეყარენით და დაიძინეთ” პრინციპი. ელოდეთ, სულ მალე ფანჯრებს გამოვაღებ, ზემოთხსენებულ კალონკებს ბოლომდე ავუწევ. ფანჯრის რაფაზე დამდგარი, გეტყვით სულ ერთ ფრაზას. ზე-ქართულს. რომელშიც დატეული იქნება მთელი ჩემი სითბო და პატივისცემა. ასე მხოლოდ ჩვენ გამოვხტავთ გრძნობებს. ამაში არაფერია ნეგატიური. ასე მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია ვუთხრათ მეორეს რომ გვიყვარს. რომ პატივს ვცემთ. და რომ მათ გარეშე ცხოვრება არ შეგვიძლია. ხოდა მეზობლებო, თქვენი დედაც მოვტყან…

Advertisements

One Response to “უმმ…”

  1. ჰაჰაააა, მაგარი იყო ძალიან. :D :D

    გილოცავ ახალ საცხოვრებელ ადგილს.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: