დაწერას რომ არ ვაპირებდი ის პოსტი..


არადა მართლა არ ვაპირებდი. და სად იყო და სად არა ყველაზე დიდი საიდუმლო წამეკითხა. სულ შემთხვევით. მერე მიდი და დაიძინე. თან სათაური იყო ისეთი. ყველაზე შავბნელ ჯურღმულებში ჩავძვერი შიგნით. ჩემთან. მერე მატარებელში დღეს გაკეთებული ჩანაწერები გამახსენდა. მერე ის რომ G-სთვის პასუხის პასუხი ჯერ კიდევ არ გამიგზავნია. არადა. მოკლედ აქ დავწერ, მერე მიულინკავ და გამცეს პასუხის პასუხის პასუხი.

პათანატომიურ კოშმარს რო შევეშვა. ჩემიც მყონის. არ ვუჩივი. თან ისეთი მრავალფეროვნებაა გარეკო შეიძლება. ნუ მამენტ ამაზე მეტი (?) ჰმ. მარა მაინც. ხო დღევანდელ დრაფტზე ვამბობდი. ნახევარი გვერდია. წვრილ-წვრილად. თან ჩემი ნაწერი. ჰეჰ. როგორც ცხონებული (!) ქართული მეუბნებოდა. –L, შენს ნაწერს მამაზეციერი ვერ გაიგებსო. ჰმ. ჰმ. და კიდევ ჰმ. ჯერ მამაზეციერის განმარტება მაინტერესებდა, მერე რა იყო გაუგებარი. ის არ ვიცი, მაგრამ მგონი სიმართლისგან მთლად (!) შორს არ არის. მე მიჭირს. და რავიცი იქ ხო ყველაფერს ისედაც ხვდებიან. (როგორ მეტყობა რომ ძილის დროა).

მინაჯღაბნებიდან ძლივს გარჩეული. :თავის მართლება: (ამას პრინციპულად არ გამოვიყენებ)

ხასიათი შემეცვალა. არ ვწუწუნებ. FUCKტს ავღნიშნავ უბრალოდ. ორი დღის წინ K-ს ველაპარაკე. შევეცადე მიმეხვედრებინა. შენ მაინც მაქაური ხარო. მითხრა ბოლოს. (მითხრა ან მახარა წერია, მამენტ ერთი სლეა, ვიცი რასაც გულისხმობდა).

შემეცვლა მონატრება-მიჩვევის კოეფიციენტი. შესაბამისად დამოკიდებულებაც (addiction). ყავა+მოსაწევი ატრიბუტიკით იფარგლება. ეგეც მიჩვევა არაა. ჩვევაა. ორი ვარიანტია. ან რეალურად გადავსხვაფერდი. ან ვირტუალიზაცია განვიცადე. (!) (ვსულელდები ასეთ ზე-მაღალფარდოვან სიტყვებს რომ ვქექავ ხოლმე, როგორ ვიტევ არ ვიცი).

ორივე ერთად მგონი. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ არ მაწუხებს. პროსტა დავიჭირე და გამისწორდა. ერთადერთი ინტეგრაციის ამბებია დასაკორექტირებელი. და მანდაც მარტო დეტალები.

მერე ჩემი გაჩერება იყო.

ბონუს კითხვა: შეგნებულად რომ შედიხარ მაღაზიაში და უმმ გაურკვეველი სახელის ფერის, მაგრამ საგრძნობლად მუქ ფრჩხილის ლაქს რომ ყიდულობ, და მერე სახლში მოსვლისთანავე ისმევ, არ უნდა იყოს მთლად კარგის ნიშანი ხო? ასეც ვიცოდი.

ბონუს ტრეკი: ვინც მთელ ამ კოშმარს გაუძლო ბონუს ტრეკი განწყობისთვის ჩემგან.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: