Archive for August, 2009

30.08.09

Posted in Just on August 30, 2009 by Lisa

ბევრი დაგროვდა. მამენტ. 4ის ნახევარია. ცოტა რთულად მოძრაობს აზრები. გაშაბათდა. იმაზე მეტად ვიდრე ველოდი. ერთმა მომწერა, რომ წა(მ)იკითხა. “კიმარა ეს დღიურიაო” (შეჩემა იგულისხმებოდა). მეთქი ნუ წიპა ტავო. ხო რა ეგრეა. პერიოდულად აქ ვწერ პერიოდულად ლუდის ქვეშ დასადები კარდონი როა იმაზე. არ მოეწონა იტოგში. თუ არც. მეც არ ვგიჟდები. მარა ასწორებს. მე ხო მისწორდება. ადრე რაღაც უკეთ გამომდიოდა მგონი. ფიქრიც. ხოდა ეხლა ეგრეა.

სარდაფში ვიყავი. კლუბი. რაღაც ეგეთი. მერე “ის” სარდაფი გამახსენდა. მეშვიდეკლასში რომ დავდიოდი და ზეფანტასტიური რო იყო. მაშინ. ეხლაც. ჩემთვის. ეს აქაური იყო. ძალიან აქაური. ტოსემ დაუკრა. გემრიელად. ძველი სახლი. პანკებმა რა, ალტერნატივშიკებმა აიღეს. მაინც ისეაო და.. არიან ეხლა ასე თავისთვის.

სტრანნად გაეძრო რამდენიმე. ჩვენი. 2 ვაფშე ნიპრიჩომ. გოგო. სლიმი სიგარეტი. ნუ.. გიტარისტი მოვიდა მერე. მაგარი ბუხოი. ფილტრი მეჭირა ტუჩის კუთხით. ვახვევდი. “ესენი ვერ წვავენ რო ეს ქალაქი აი ესააო”_ფილტრზე მაჩვენა. ფეის ან ზმან კონტროლი ვერ გაუვლიათ ერთგან. ყურებჩამოყრილ(ნ)ი. აქ კიდე იასნა არ დაევასათ.

მამცივნებს. მგონი შემოდგომა იწყება. :იეს:

Advertisements

7.8.9

Posted in Just on August 7, 2009 by Lisa

იმისთვის, თუ ვინმეს სულ შემთხვევით RSSზე აქვს ჩემი ბლოგი მიბმული, რაშიც მაგრა ეჭვი მეპარება: ცოცხალი ვარ. ქართულ ბლოგური ტრადიციების მიხედვით, ვიზარმაცეთქო არ ვიტყვი, არ მინდოდა რა. ხოდა არ ვწერდი. დავიკიდე. ყველაზე კარგი რაც ვისწავლე ცოტათი. და თვითტრეინინგს მივყავი ხელი ამ ბოლო დროს..

იქნებ დავწერო კიდეც ამ დღეებში რამე. უმმ. ვნახოთ რა. ისედაც წერა-კითხვის გამავრცელებილი საზოგადოების აკტივისტივით ვარ. ვკითხულობ-ვწერ-მერე ვკითხულობ და მერე ჭერში ვაწყობ კომბლებივით, სანამ დედლაინები ცხვირზე არ მომადგება.

კარგად გამოძინებული, რაც იშვიათია ხოლმე და პირდაპირ პროპორციულია იმის რომ არ ვიღრინები და ჰუმანური ვარ. თან რუმმეითმა ყავა დამისხა. და მმმ… მოკლედ რა.

ნა ზაპადნომ ფრონტე ბეზ პერემენ რა.