Archive for September, 2009

აეროპოსტი

Posted in Just on September 28, 2009 by Lisa

როცა საათს ორი საათით უკან წევ და სახლში ბრუნდები. აეროპორტებთან საერთოდ ცოტა სტრანნი დამოკიდებულება მაქვს. ვერ გავიგე ვიტან თუ ვერ.

იმ დგეს I. ამბობდა ვერ ვხვდები ის 9 წელი მესიზმრა თუ ეს ორი კვირაო. ნუ მაშინ ორი იყო. ხოდა მე მითუმეტეს ვერ ვხვდები. კარგი რა. დილის ხუთზე გავიღვიძე. ან არც მეძინა. ბილეთი ვიყიდე. და ხუთ დღეში იქ ვიყავი. ინზომნიას ვუშველე. ამჯერად მიზეზი მქონდა ყოველ შემთხვევაში. რატომაც არ მეძინა. ისევ.

შვებულება ძველ სახლში.

მორჩა.

Advertisements

10.09.09

Posted in Just on September 10, 2009 by Lisa

უმმ. ხო ათია. მგონი კი. კალენდრის ამბავში ცოტა ვერ ვარ ამ ბოლო დროს. მიჩინიომ სადაა ის სისულელებიო. და ნუ რაღაც არამგონია ზესაინტერესოდ ვყვებოდე ამ ყველაფერს. მაგრამ ნუ მაინც. არადა, მე ყოველთვის ვამვობდი, რომ რაღაც საოცარი ბლოგი არ მინდოდა მქონოდა. ბლოკნოტებში რაღაცეების წერა მეზარება. მერე მიდი და ეძებე. ხოდა რახან ამასთან უფრო ახლოს ვარ ხოლმე. და უფრო ხშირად. და ნუ ხელით წერა მგონი დამავიწყდა სხვა საქმეა. თან, რახან ვწერ, ბარემ სხვამაც ნახოს რა.

ტრადიციულად აგვისტო რომ მკვდარი იყო. რუსმა რომ წელს არ დაგვარტყა. მიწისძვრის რომ ყველას შეეშინდა. და კალაძეს რო აგინეს ერთად და ცალცალკე. ყველა ბლოგზე ეწერა აშკარად. მე ეხლა სიმართლე რომ ვთქვა. პა ბალშომუ ყველა პუნქტი მეკიდა. აგვისტოში საკითხავი ჩემი მყოფნიდა. თან სავალდებულო. და ის წიგნი (მიჩინიო მიხვდება) კიდევ ვერ დავამთავრე. მრცხვენია რა, მტვერს ვწმენდ პატიოსნად. ვერ დავამთავრე ნუ ვერ გავაგრძელე. რამდენი თვეა ისე მიდევს. აეროპორტის მერე. )) რუსები ჩემიც მყოფნიდნენ (საკურსოს ვწერდი). მიწისძვრის ჯერ ერთი არ მეშინია, კი არადა რეაქცია არ მაქვს და მეორე იქ არ ვიყავი. (ისე ერთი საფუძვლიანი შეჯანჯღარება იქნებ კარგიც ყოფილიყო). ნუ კალაძე ცალკე თემაა. მგონი რამდენიმე წლის წინ გავიგე რო არსებობდა. ისიც რაღაცის რეკლამაზე იყო და ვიკითხე ვინაათქო. ნუ მე და ფეხბურთი ცალკე თემაა.

რაღაც სისულელების გაგრძელებები მეზარება. არ მახსენდება სკარეე ვსივო. არადა. ხო FBზე რაღაც მორიგი საოცრაბა აღმოვაჩინე. ვიღაცეებს თაგავ და მერე ისინი შენზე წერენ. იმდენი რაღაც გამახსენდა. მმმ… რაც დაწერეს ხო, მარა რაც არ დაწერეს და იმ დაწერილს მოყვა.

იმ კვირაში რაღაც ამბებს ველოდები, მერე ალბათ უფრო დავწერ. თან ხვალ დედლაინია. @ 00:00. აშკარად მოვასწრებ.

02.09.09

Posted in Just on September 3, 2009 by Lisa

ეხლა დამარტყა რო 2 იყო. და ყოველთვის, ნუ ბოლო მმმ, მოკლედ 2003დან ერთი და იგივე ასოციაცია მაქვს. პირველი დღე მახსენდება. გპის. აი მანდ მინხვდი პირველად რო ლიზაა, ჩტო ტა ნე ტო.. იცი როდის? აი მანქანიდან რო გადმოვედი დახეული ჯინსით, შესაბიმისი ატრიბუტიკით და მეექვს კორპუსის ეზოში რომ გოგოებს ტაფტის კაბები ეცვათ ბანკეტიდან მორჩენილი.

ერთი დავინახე. შორს (და მე შორს ვერ ვხედავ). დგომის მანერაზე მივხვდი, რო ჩემს დღეშI იყო. ნუ ახლოს რომ მივედი ბავშობის მეობარი შემრჩა. და ეს სად მოვხვდით ჩემეეე, დაგვენძრა №$%^&*I!@№$%^&*()_)(*&$%^&*-ო. (ხოდა ის ადამიანი ეხლა ძალიან შორსაა, და მე ძალიან მომენატრა. მაინც)

პირველივე ლექციაზე დავაგვიანე. ადრე წამოვედი. შუალედში მივხვდი რომ მთელი დამსწრე საზოგადოებიდან მხოლოდ 3თან მექნებოდა კონტაქტი. (დღემდე გრძელდება). მერე უნივერსიტტში მივედი ნინასთან. (!). ის ჩემზე უფრო შოკირბული იყო. მგონი. იმ განსხავავებით, რომ მოსამზადებლიდან იყო შეგუებული.

მერე აღარ მახსოვს. არც ის დღე. და პრინციპიში ფრაგმენტულად მახსენდება. რაღაც ელემენტებია, რომელიც ყავაში რო ჩვენი ბუფეტჩიცა ხედავდა, ეგეთივე უმსგავსო და ბუნდოვანია. დასკვნა: ბუფეტშიც ვიჯექი. (ოღონდ მეცხრე სართულის არა). (არსებითი განსხვავებაა). დავდიოდი ჩემი კალოდით. კვირის ბოლოს ვარასხოდებდით. ვხვდებოდით ყველაზე ნეპრიჩომ სიტუაციებში. (ნუ როგორც ყველა ალბათ მაშინ. მთელი მუღამი პრინციპში ეგ იყო.)

დანარჩენ სისულეებზე. ხვალ დილით ყავასთან ერთად.