Archive for October, 2009

Seven lives many faces

Posted in Just on October 18, 2009 by Lisa

ნელნელა ვხვდები, რომ აქაურობის ნაწილი ვხდები. ცოტა პათეტიურია. მაგრამ. ეგრეა რა. როდესაც გვიან ბრუნდები სახლში. ესბანის გაძეძგილ კიბეებს, ხიდს შენნაირების ტალღასთან ერთად მიყვები. ყვითელ ტრამვაის ელოდები. გათოშილი თითებით ეწევი. ჯერ ფეხებს აბაკუნებ. იქნებ გათბე. მერე ამასაც იკიდებ. ქუჩის მეორე მხარეს მოაგორებენ მაღაზიის ურიკას. დიდი დინამიკით. ბოლო ხმაზე ქანთრი. თვითონვე ღადაობენ. ცეკვავენ. მათი მუსიკა არაა. just ეხლა ამ ტალღაზე არიან. ისწორებენ.

ცოტა დამაგვიანდა. აქაურობისთვის ცოტა დამაგვიანდა. აქ ორი წლის წინ მეტროში ვცეკვავდი. ბევრნი ვიყავით მაშინ. სულ ერთად. ისინი თითქმის ოცდაათის. მე ოცდაორის. ვიხსენებდი თბილისში რას ვაკეთებდი ორი წლით ადრე. მაშინ ვიყავით ბევრნი. ერთად. სულ. ძალიან ბევრნი. ვიღაცას ვიღაც უყვარდა. სულ. მერე არ. მერე სხვა. მერე სულ სულ სხვა. და ჩვენც აღარ ვიყავით ერთად. მაშინ გვეგონა – ეს არასდროს იქნებოდა.

Continue reading

Enter a post title… :’)

Posted in Just on October 11, 2009 by Lisa

გასაღებს ჯერ კიდევ ტრამვაიში ვეძებ. მაინც ვძუძგურებ. მე. ხო აზზე ხარ. 2 გრადუსია შეჩემა და მე თხელი კურტკით წავედი. ნუ ხო + 2 მარა მაინც. სამზარეულოში სარანჩებს გადარჩენილი საჭმელი. იმდენად მშია რო ვერ ვჭამ. აღარაფერი რო არ გინდა. უბრალოდ. მდუღარე დუშიც არ მშველის. და საერთოდ მექისე გამოძახებით თუ შეიძლება. ეს შტამპები ხელებზე ხვალ არ უნდა იყოს.

რომელიღაც ფილმის მერე გულით მინდოდა გრუპია ვყოფილიყვი. (16 > )არა სივისთვის ხო არის საჭირო რო ერთხელ მაინც მიეცი სთარს (?!). ნუ მე მორისონი მინდოდა. ნეკროფილკა მე. ხო რა რაღაც ეგეთი. წინა ინკარნაცია მაქვს გადმოყოლილი აშკარად. ხოდა დღეს ვიყავი, ტიპიურ ჭუჭყიან სარდაფში. უკრავდნენ პრინციპში ნორმალურად. უფრო სწორად ასატანად. ოლდ სქულ. იდეაში. ბოლოს აღმოვაჩIნე, რომ ან გემოვნება გამომისწორდა. (LOL)  ან სლიშკამ პრეტენზიული გავხდი. ან სმენა გამივითარდა (გაეხარდებოდა სოლფეჯიოს მასწავლებელს, რას მოვესწარიო).

მუსიკამ სექსი დაკარგა. ანუ ხო ხვდები რა. ის აღარ მოაქვს. ის. (!)

მივიძინებ. და ამე გემრიელს მოვუსმენ.

მოკლედ იმას ვამბობდი. გრუპიობის სურვილსც დაგიკარგავენ რა.

10.10.09

Posted in Just on October 8, 2009 by Lisa

fucked up

ბლოკი

Posted in Just on October 5, 2009 by Lisa

ხო, აი ზუსტად ეგ, ნაცრისფერი, წრეშიბურთის დროს რომ ნიშნავდი, რო არ ეჟილკავათ ბიჭებს. და მერე ნელნელა ფეხით რო აჩოჩებდი, რომ წრე დაგეპატარავებინა. აბა, ნუ ისინი 15 იყვნენ, ჩვენ ალბათ რვის. მოგების არანაირი შანსი.

დაიწყო. ხოდა აბიტურიენტს რო ჰაგიოგრაფია აქვს გადაშლილი და ნეტარი სახით “ვითარცა ლერწამნი ქართაგან ძლიერთაო” იზეპირებს აი ეგრე ვარ. თან მე როგორი სიამოვნებით ვსწავლობდი. სუუულ ვგიჟდებოდი საზეპიროებზე. თან იმან რო უთაქნა ასტამი. აი, სად გვინერგავდნენ სანიმუშო ოჯახის მაგალითზე ქალური ბედნიერების საწყისებს. იდეოლოგიურ მასაჟს აქვს ადგილი ქალბატონო ირინა თქო რო ვუთხარი ერთხელ ჩვენს ქართულს არ მოეწონა. მგონი. მერე K-მ დამთარსა მელქისედეკზე.

ჰაგიოგრაფია რა შუაში იყო. ა, ხო ფანჯრის რაფაზე ვეწეოდი და გავიყინე. მაშინაც ეგრე იყო. ოთახი რომ არ გამებუღა. იგივე Fილინგი მქონდა. თითები რო გეყინება. ყველა ფალანგი ლურჯდება. პოლნიი კაიF.

მოკლედ ეგეთი ბლოკი მინდა, ერთი ორი ცალი. ან ბითუმად, კიდევ ვიცი რამდენიმე, რაღაცეებს წერენ. ტოესც დასაწერად ემზადებიან. მორალურად. სასურველია ქართული წარმოების. რუსთავის ან ზესტაფონის. ნუ რომელი ქარხანა უშვებდა არ მახსოვს. ხოდა აი ტუფლში (!) რო ქართული მიწა აქვთ ეგრე მექნება მე ქართული ბლოკი. (აგურის პონტში, მორიგეობით) და კიდევ ხარჩოს სუნელი სამზარეულოში (უკვე). ვიღადავე და U-მ მართლა გამომიგზავნა.

K რომ ჩამოვალ ტყლაპი მაქვს შენთვის.

03.10.09

Posted in Just on October 3, 2009 by Lisa

ფრანი მქონდა. ოღონდ არასდროს გამიშვია. კედელზე ეკიდა. ჭრელი კუდით. U-მ ჩამომიტანა ჩეხონცლოვაკიიდან (საერთოდ რთულ სიტყვებთან ვერ ვმეგობრობდი). რატო არასდროს გამიშვია აზზე არ ვარ. ხოდა მოკლედ გუშინ მეორე გზით მოვედი სახლში. პარკი უნდა გადამეჭრა. პარკი არაა პრინციპში. მოლია. ხეები არ. მამაშვილი ფრანით. ნუ შვილი ალბათ 3ის. ასაკის გამოცნობა მიჭირს ხოლმე. ისეთი რომანწიკა იყო. ზემშვიდი. საერთოდ აქ ტენდენციაა. მგონი ჩვენ არ გვყავს ოჯახში ბავშვი. სკარეე ვსივო, მე გავდივარ ბავშვში. და მისრულებენ ხოლმე სისულეებს.

მოკლედ ამ ფრანზე მინდოდა გუშინწინვე დამეწერა. სახლში მოვედი და სუპერ მარიოს თამაშობდნენ. ვეღარ დავწერე. შევყევი. არადა ემოცია მაშინ უფრო მაგარი იყო. ხოდა მოკლედ მეც. სკამზე, აი ბაღის სკამზე ჩამოვჯექი დიიიიდხანს ვუყურებდი. ოღონდ ფრანს. Fრაიჰაითის გენიალური შეგძნება იყო. ოღონდ მაინც გამობმული. ძუაზე გამობმული თავისუფლება. რაღაც ვფილოსოფოსობ. მარა მენიშნა. თან ახალი დაბრუნებული ვიყავი. და გამეჭედა. მაინც რაღაც პონტში მიბმული რო ხარ. ვერ ეშვები. თუ გაწყდა მაშინ წახვალ. სულ. მარა მერე გიპოვიან დენის მავთულზე შემოხვეულს. არაა ეგ კარგი ფინალი.

ჩემი გაფუჭებული ველოსიპედი გააკეთეს. წავალ ერთი ვნახავ. მგონი ამინდიც გამოდის.