03.10.09


ფრანი მქონდა. ოღონდ არასდროს გამიშვია. კედელზე ეკიდა. ჭრელი კუდით. U-მ ჩამომიტანა ჩეხონცლოვაკიიდან (საერთოდ რთულ სიტყვებთან ვერ ვმეგობრობდი). რატო არასდროს გამიშვია აზზე არ ვარ. ხოდა მოკლედ გუშინ მეორე გზით მოვედი სახლში. პარკი უნდა გადამეჭრა. პარკი არაა პრინციპში. მოლია. ხეები არ. მამაშვილი ფრანით. ნუ შვილი ალბათ 3ის. ასაკის გამოცნობა მიჭირს ხოლმე. ისეთი რომანწიკა იყო. ზემშვიდი. საერთოდ აქ ტენდენციაა. მგონი ჩვენ არ გვყავს ოჯახში ბავშვი. სკარეე ვსივო, მე გავდივარ ბავშვში. და მისრულებენ ხოლმე სისულეებს.

მოკლედ ამ ფრანზე მინდოდა გუშინწინვე დამეწერა. სახლში მოვედი და სუპერ მარიოს თამაშობდნენ. ვეღარ დავწერე. შევყევი. არადა ემოცია მაშინ უფრო მაგარი იყო. ხოდა მოკლედ მეც. სკამზე, აი ბაღის სკამზე ჩამოვჯექი დიიიიდხანს ვუყურებდი. ოღონდ ფრანს. Fრაიჰაითის გენიალური შეგძნება იყო. ოღონდ მაინც გამობმული. ძუაზე გამობმული თავისუფლება. რაღაც ვფილოსოფოსობ. მარა მენიშნა. თან ახალი დაბრუნებული ვიყავი. და გამეჭედა. მაინც რაღაც პონტში მიბმული რო ხარ. ვერ ეშვები. თუ გაწყდა მაშინ წახვალ. სულ. მარა მერე გიპოვიან დენის მავთულზე შემოხვეულს. არაა ეგ კარგი ფინალი.

ჩემი გაფუჭებული ველოსიპედი გააკეთეს. წავალ ერთი ვნახავ. მგონი ამინდიც გამოდის.

Advertisements

One Response to “03.10.09”

  1. ბოლო 2 კვირის მანძილზე ორ კარგ რამეს ვაკეთებ სტაბილურად: 1. ველოსიპედით დავდივარ სამსახურში, 2. ყოველთვის, როცა არის, ვეწევი.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: