ბლოკი


ხო, აი ზუსტად ეგ, ნაცრისფერი, წრეშიბურთის დროს რომ ნიშნავდი, რო არ ეჟილკავათ ბიჭებს. და მერე ნელნელა ფეხით რო აჩოჩებდი, რომ წრე დაგეპატარავებინა. აბა, ნუ ისინი 15 იყვნენ, ჩვენ ალბათ რვის. მოგების არანაირი შანსი.

დაიწყო. ხოდა აბიტურიენტს რო ჰაგიოგრაფია აქვს გადაშლილი და ნეტარი სახით “ვითარცა ლერწამნი ქართაგან ძლიერთაო” იზეპირებს აი ეგრე ვარ. თან მე როგორი სიამოვნებით ვსწავლობდი. სუუულ ვგიჟდებოდი საზეპიროებზე. თან იმან რო უთაქნა ასტამი. აი, სად გვინერგავდნენ სანიმუშო ოჯახის მაგალითზე ქალური ბედნიერების საწყისებს. იდეოლოგიურ მასაჟს აქვს ადგილი ქალბატონო ირინა თქო რო ვუთხარი ერთხელ ჩვენს ქართულს არ მოეწონა. მგონი. მერე K-მ დამთარსა მელქისედეკზე.

ჰაგიოგრაფია რა შუაში იყო. ა, ხო ფანჯრის რაფაზე ვეწეოდი და გავიყინე. მაშინაც ეგრე იყო. ოთახი რომ არ გამებუღა. იგივე Fილინგი მქონდა. თითები რო გეყინება. ყველა ფალანგი ლურჯდება. პოლნიი კაიF.

მოკლედ ეგეთი ბლოკი მინდა, ერთი ორი ცალი. ან ბითუმად, კიდევ ვიცი რამდენიმე, რაღაცეებს წერენ. ტოესც დასაწერად ემზადებიან. მორალურად. სასურველია ქართული წარმოების. რუსთავის ან ზესტაფონის. ნუ რომელი ქარხანა უშვებდა არ მახსოვს. ხოდა აი ტუფლში (!) რო ქართული მიწა აქვთ ეგრე მექნება მე ქართული ბლოკი. (აგურის პონტში, მორიგეობით) და კიდევ ხარჩოს სუნელი სამზარეულოში (უკვე). ვიღადავე და U-მ მართლა გამომიგზავნა.

K რომ ჩამოვალ ტყლაპი მაქვს შენთვის.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: