Seven lives many faces


ნელნელა ვხვდები, რომ აქაურობის ნაწილი ვხდები. ცოტა პათეტიურია. მაგრამ. ეგრეა რა. როდესაც გვიან ბრუნდები სახლში. ესბანის გაძეძგილ კიბეებს, ხიდს შენნაირების ტალღასთან ერთად მიყვები. ყვითელ ტრამვაის ელოდები. გათოშილი თითებით ეწევი. ჯერ ფეხებს აბაკუნებ. იქნებ გათბე. მერე ამასაც იკიდებ. ქუჩის მეორე მხარეს მოაგორებენ მაღაზიის ურიკას. დიდი დინამიკით. ბოლო ხმაზე ქანთრი. თვითონვე ღადაობენ. ცეკვავენ. მათი მუსიკა არაა. just ეხლა ამ ტალღაზე არიან. ისწორებენ.

ცოტა დამაგვიანდა. აქაურობისთვის ცოტა დამაგვიანდა. აქ ორი წლის წინ მეტროში ვცეკვავდი. ბევრნი ვიყავით მაშინ. სულ ერთად. ისინი თითქმის ოცდაათის. მე ოცდაორის. ვიხსენებდი თბილისში რას ვაკეთებდი ორი წლით ადრე. მაშინ ვიყავით ბევრნი. ერთად. სულ. ძალიან ბევრნი. ვიღაცას ვიღაც უყვარდა. სულ. მერე არ. მერე სხვა. მერე სულ სულ სხვა. და ჩვენც აღარ ვიყავით ერთად. მაშინ გვეგონა – ეს არასდროს იქნებოდა.

დიუმას ქუჩას რაღაც ჯადო აქვს მგონი. მაშინ ნამდვილად ქონდა. ოღონდ ისეთი პოზიტიური ჯადო. ვიყავი თვრამეტის. თავში იყო საოცარი ორპირი. არ არსებობდა არავინ, არაფერი ჩვენს გარდა. ფული პრინციპში არ გვქონდა. არც გვჭირდებოდა. იყო ერთი კალოდა კარტი. სულ საძებარი ფურცელი. მერე ნატო სკამებს ყრიდა ფანჯრიდან. მერე მეზობლები ბოზებს და უსაქმურებს გვეძახდნენ. ქუჩაში ვეწეოდით. ხმამაღლა ვიცინოდით. ვწუწაობდით. სანამ მეგობრის მამას გასაშრობათ სახელოსნოში დადებული ტილო არ გავუფუჭეთ.

იმ დროიდან ერთადერთი ფოტო მაქვს. ძალიან შავთეთრი და ბუნდოვანი. ერთს ვეცილებდით. ქუჩაში ვცეკვავდით. აი მაგ გაცილებიდან დაიწყო. ნელნელა დავიფანტეთ. წავედით. ცოლები. ქმრები. რაზვოდები. მერე შვილები. დაბრუნებები. პრაშჩალკები. მერე ისევ “ვერ გავძელი და ჩამოვედი”. ვერ გავძელი აქაურობის გარეშე. თქვენს გარეშე. ოღონდ ჩვენ ერთად უკვე აღარ ვიყავით. ის მუხტი აღარ იყო.

ეხლა სადმე ქუჩაში თუ შევხვდები ხოლმე შემთხვევით. სულ უფრო იშვიათად. ყველა ეს ნახვა ძალიან გემრიელია. რამდენიმე წამში ტრიალებს მთელი კატუშკა. მახსენდება ყველა დეტალი. ძალიან თუ დააკვირდები არცერთი შეცლილა. გასხვანაირდა ოღონდ. შიგნით ისევ ისეთია იცი. და “ისეთი ის”, შენ რომ იცი, იმ ახლებმა არც კი იციან მის გარშემო.

საიდუმლოა. რომელიც იცი და არ გაბოზდები. ახლებს არასდროს ეცოდინებათ. და უთქმელად ერთი შეხედვით აგრძნობინებთ ერთმანეთს.

ძალიან ხშირად. გვიან ღამით. ამოვსულვარ ლესელიძეზე. სულ ბოლო შესახვევი მარჯვნივ. ბნელი დიუმა ვერცხლის ქუჩამდე. აქ ორმოა, ნელა. ეუბნები ვინც მოგყვება. სულ მინდა ისევ ის სახელები დავიძახო. უხმოდ ვაღებ საიდუმლო ალაყაფს. გადავდივარ პუშკინის ბაღამდე. კოკაკოლას მაძუნგარა ბუტკა. დაცვა ემზარი. აღარ არსებობს. 22ების გაჩერებაზეც აღარ არის სტადიონი.

***

თქვენ წაიკითხეთ კვირა დილის სენტიმენტები.

Advertisements

One Response to “Seven lives many faces”

  1. აციებულა მაქეთ… აქ ისევ ცხელა! :)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: