Archive for November, 2009

დეპრესიული სექტანტი, ანუ ვეძებ დაკარგულ მეგობრებს

Posted in Just on November 14, 2009 by Lisa
Когда пропадаешь, надо заранее предупреждать своих друзей © აღარ მახსოვს ვინ

არა, დეპრესია სულ არ მაქვს, უბრალოდ გენიალური დეფინიცია წავიკითხე. სერგიმ დაწერა. გამინათდა. აი მემუარების წერას რომ დავიწყებ, ან ჩემზე რომ დაწერენ. მთელი ერთი დიიიიდი თავი იქნება. დეპრესიული სექტანტი.

პრინციპში, არც მეგობრების დაკარგვა მაწუხებს ხოლმე. დასაკარგი უნდა დაიკარგოსთქო (ტაFტოლოგინგ), რომ ვამბობდი. მიპროტესტებდნენ. არადა ეგრეა. გუშინ მწერს ერთი სკაიპში: შჩმა გირეკავ, და რა პონტია ეეე, რო გათიშული რო გაქვს მაგთი – (სტილი დაცულია) თან ხმა რომ გესმის, ცოტა გაწელილი, “მეძალიანმაგარიტიპივარ” ტონით. არადა, ნუ ძალიან ძველი მეგობარია. იმდენად ძველი, ამ საზიზღარ ინტონაციასაც რო ვიტან ხოლმე. მოკლედ, ვ ტილუ ვრაგა რო დავდიოდით ხოლმე რაზვეტკაში, ისეთი. მეთქი რა მაგთი, ბერლინში ვარ ისევ. გაუკვირდა. იმას ეგონა, რო ჩავირბინე თბილისსში. ჩავრჩი. აზზე (!) (ციტატა კვლავ) ვერ მოვიდა ისე გავიდა 2 თვე. არადა გაბრაზებული ვიყავი. სულ ოდნავ. მეთქი სად დაიკარგა. მარა მეორე მომენტია K, რომ ამბობდა, ასეთ მეგობრებზე დრო არ მოქმედებს ოცი წელიც რო გავიდესო. ნახევარი საათი ვტატყანებდით. სულ ისე. როგორც ადრე. მორალი: ძალიან შენებზე, არ/ვერ ნახვის დრო + გეოგრაფია არ მოქმედებს. და დასკარგი იმენნა უნდა დაიკარგოს.

Kieck ma, det heste heimat & zuhause. Dat is doch luxus. maan. schniecke. © სამზარეულოს ღამეული საუბრები.

ადამიანურ ენაზე: გამომხედე, გაქვს სამშობლო (მერე რა რო პათეტიურად ჟღერს) და სახლი (იგულისხმება სადაც მაგრა ხარ). მაგარი ფუფუნებაა (ეს სიტყვა როგორ გამახსენდა ვერ ვხვდები). ასწორებს ეეე. (ციტატის დასასრული).  ეს მას მერე, რაც ზემოთხსენებული ღამეული საუბრებისას ავღნიშნე (!) მამენტ აქაც და იქაც სახლში ვართქო. ლუქსუსი მქონია თურმე და ვერ გამიგია.

მინდა იყო ლევი მატვეი © K

სკაიპ ჩატის პროტოკოლი:

*K: sul ragac sami celi archa da didi gegmebi ar ginda

*K: rasac daijereb is ukve realuria, xorcs isxams (!) shechema

*K: samyaro rogorgac movida UCHEMOD akamde, rogor ver vxvdebi mara mainc

*K: sakursos magivrad quotebis cigns gamouchveb

P.S @ K – ხოდა სანამ კოცონზე შეგაბრაწუნებენ, ვიღაც გოგო დამყვებოდა უკან და ჩემს ნათქვამებს ბლოკნოტში იწერდაო, ძალიან გთხოვ თქვი :P (კიდე ერთი მამა ქუოთი მაქვს, ვინახავ).

Advertisements

Berlin calling

Posted in Just on November 10, 2009 by Lisa

მაგრა სტრანნად დავბრუნდი სახლში. მუცელში პეპლები. მაღაზიაში შემჩნეული საკუთარი უმიზეზო ღიმილი, დილის მოულოდნელი სკაიპი – ყველაზე ყველაზე ობიექტთან. საათნახევრიანი გალუცინაციის მერე მეტროს ამოსასვლელთან მოკიდებული სიგარეტი. მმმ. ეს ყველა გრძნობა ერთად +  რაღაც, რომ არ ვიცი რა დავარქვა ის. ააა, კიდევ ყველაზე მაგარი. უკვე თურქი გამყიდველიც მესალმება. კაი ტიპია, ალბათ ჩემი ხნის, ლუდის ბოთლს წევს და ხო მაგრა ხარო, მიღიმის. ეს მგონი ინტეგრაციის ბოლო პუნქტი იყო. დილით ჩინელი ფორთოხლის კაცი. საღამოს ეს. ამ დროს ძალიან ჭრელი მე, ზემოთხსენებული კრეტინი ღიმილით. ჩემებური  Berlin calling –ია რა.

სახლშიც იგივე გაგრძელდა. თან ლასთ.FM-ზე ეგრევე ეს სიმღერა (იხ. ქვეით :P). აჰა, ესეც მეტნაკლბად პოზიტიური პოსტი. იმ სამ ადამიანს ვინც მკითხულობს, რო არ ეგონოს რომ მარტო PMSის დროს ვწერ, როგორც განაწყენებული მდედრების უმეტესობა – დღიურებს.

მოკლედ ბერლინია რა და კიდევ лови мгновение-ს ბაზარი.