Archive for December, 2009

Under the Bridge

Posted in Just on December 17, 2009 by Lisa

just another mood…

Advertisements

გათოვდა

Posted in Just on December 17, 2009 by Lisa

მე – ერთ-ერთი ყველაზე უსისტემო ადამიანს. რომელსაც ყველა ციკლური ხასიათის მოვლენა სძაგს, 2009-ს ამბების ბოლომდე მიყვანაც მეზარება. უკვე. ამ ბოლო პუნქტზეც გავჭედე. სპეციალურად ლექციამდე ვწერ მატარებელში. ორი მიზეზით: დღეს მინდა ყველაფერი ონლაინ დავდო. მეორე, არ მინდა დამეძინოს. საშინლად არაადექვატური ვხდები ხოლმე.

ოქტობერი, ნოემბერი, დეკემბერი ხო? მიდის რა. რამდენიმე დღეში 9 თვე ხდება, რაც აქ ვცხოვრობ. უკვე იმდენად ჩვეულებრივი გახდა, თან დალაგდა ყველაფერი. რომ მოსაყოლი, მით უმეტეს განსაკუთრებული არაფერია. ანუ ჯადოსნურობები_ყოველ დღე. ბოლოს იმდენი, რომ გგონია არაფერი ხდება. ერთი წლის მერე თბილისში ჩასვლისას, მიუხედავად იმისა რომ მთელი ეს დრო ტელეფონში, სკაიში ყველაფერს უყვებოდი, ფოტოები ნანახი აქვთ… და –აბა მოყევი ეხლა შენი ამბები-ო გეუბნებიან. ვფსიხდები. და ვჩუმდები.

მოკლედ 5 წუთში ჩემი გაჩერებაა.

როგორ გავატარე ზაფხულის არდადეგები :!:

Posted in სერიალი on December 17, 2009 by Lisa

სექტემბერი – წერა-კითხვისგან გამოწვეული ინზომნია. მოკლედ ერთ დღესაც, რომ ვერ დავიძინე ღამის 5ზე ხელახლა ჩავრთე ლეპტოპი, Berlin-Tiflis Lastminute. გენიალურად ჩამეძინა. მეორე დილით გადავამოწმე მაინც_ხომ არ მესიზმრა. თურმე მართლა. 5 დღეში მივფრინავდი ისე, არავინ იყო აზზე. 5 დღე ვფიქრობდი ვის როგორ შევხვდებოდი. ბოლოს მგონი ამისგან დამეწყო ინზომნია. საკურსოები საოცარი მოტივაციით დავამთავრე ყველა. ხუთწლედი ოთხწლედში. ბერლინი-ვენა-თბილისი.

ვენაზე რომ დიდად არ ვგიჟდები. არაჩვეულებრივია რამდენიმე საათით. დიდი ხნით იქ ცხოვრება sucks. (ძალიან სუბიექტური აზრი). თუ გინდა სნობიზმი დაარქვი. სკარეე ვსევო, სრულიად საპირისპირო. აი ქუჩაში კარეტები, იპოდრომის სუნი, მენუეტების ხმა, რომ ავტომატურად ცუდად ვხდები. ჩემი აბურჯგნული, ბომჟებით დახუნძლული აღმოსავლეთ ბერლინი მირჩევნია. აშკარად. (და დასავლეთში პრინციპულად არასდროს ვიცხოვრებ). ნუ ეხლა პრინციპში არავინ მახევს კალეთებს ჩამოდიო.

Continue reading

სტუდენტკა კამსამოლკა

Posted in სერიალი on December 17, 2009 by Lisa

აპრილი – Mr. Tambourine Man  ცოცხლად მოვისმინე თვითონ Mr. Tambourine-სგან და მივხვდი რომ ეს ყველაფერი ღირდა. ღირდა, სრულიად ცარიელ ქალაქში ცხოვრება. ყოველშემთხვევაში ხალხი ამართლებდა. ნელნელა წრეც ჩამოყალიბდა. და დაიწყო…

პირველი გრძნობა – სახლში ვარ – იყო. პაკაზუხობის და პეროს გარეშე. იმ კატეგორიას ვეკუთვნი, ამბებს სუნებით რომ იმახსოვრებენ. (სკოლა = მასტიკა+ნახერხი+ნავთის ფეჩი (©დამრიგებელი) მაგალითად), ბერლინიც ეგეთი იყო ჩემთვის. ტეგელის… ტეექელის… ალექსის… გეგმის მიხედვით წავიდა ყვეაფერი. პირველი გაჩერება სთარბაქსი ფრიდრიჰზე.

Continue reading

უმმ

Posted in სერიალი on December 17, 2009 by Lisa

თებერვალი – გუდაური. გარეთ ცხვირი რომ არ გამიყვია. “კანატკას” რომელსაც ავყევი, იმას რომ ჩამოვყევი _ ისეთი. მაინც დავიწყვი პირველ დღეს. თბილისში ჩამოსულს დამცინეს, ისეთი თეთრი ვიყავი. დირექტორმა, კი დაიჯერა რომ ნამდვილად სემინარი მქონდა.

ვიზის მორიგი მახინჯი ფოტო. ვიზა. რამაგარიამივდივარ გრძნობა. ისევ გუდაური. უფრო მნიშვნელოვანი. ასევე უზაგრო. მაინც. ავტოსტოპით წამოსვლის უშედეგო მცედლობა. მარშუტკა (rock).

მარტი – любовь по будням კვირის სხვა დღეებშიც გძელდებოდა. მერე ჩემოდანი ჩავალაგე. ჩემებს უკვე აღარ ეგაცილებებოდათ. რამდენჯერ შეიძლება. ისეთები დაკონტაკტდნენ გაცილებაზე, ვერავინ რომ დაიჯერებდა (chuckle). ნუ ბოლო დროს ეგრე გამოდის, დაბადებისდღეები ქენსელდება. შესაბამისად დახვედრა-ჩამოსვლის, აეროპორტიზაციების დროს ვხვდებით. ვერ ვიტან. აი ხლაპუშკებით და ბუშტებით. განსაკუთრებით გაცილებებს. სხვას რომ ვაცილებ კიდევ შეიძლება. გააჩნია ვის, მაგრამ მაინც. აი, მე… არააა… და საერთოდ თუ მგრძნობიარე (!) ხარ. არ გინდოდეს. ისედაც რამეარდაგრჩეს პანიკა მაქვს.

და მთელი ეს მომენატრები. არ დაიკარგო. მალე ჩამოდი ტრუხა ბაზარია.

იანვარი

Posted in სერიალი, Just with tags , on December 17, 2009 by Lisa

ახალი წელი იანვრის ბოლომდე.

31ში სამსახურში დაიწყო მგონი. ნუ დიდი აღფრთოვანებით არ შევხვედრივარ ამ ამბავს. სთაჶი ფანტასტიური, მაგრამ კორპორატივები არ მხიბლავს. თან საერთოდ. უაზორდ ვიძაბები. იდეაში გკიდია, რას იფიქრებს შენზე დავუშვათ ბუღალტერი (რომელიც ამ ჯერზე საერთოდ არ მოსულა) მაგრამ მაინც. ისიც დაემატა, რომ კონტაქტი ვისთანაც მქონდა ის ხალხი ან აღარ მუშაობდა ან სრიალებდა. ასე რომ სამსახურიდან პირდაპირ ნინასთან წავედი. სახეზე “ახალი წელი მოდის” ეწერა პირდაპირ. ჩემს სავარძელზე გავმაგრდი. ნახევარი კოლოფის და 5 ფინჯანი ყავის მერე გაირკვა. როგორც ყოველთვის პონტი არ არის. ასეც ვიცოდი. არასდროს არ არის. ჩემთვის პრინციპში კიდევ ერთი, მიზეზით დალევის არასამუშაო დღეა. მეორე ნახევარიც მოვწიეთ. და…

Continue reading

მაინც

Posted in Just on December 17, 2009 by Lisa

“ყოველ წელსა შენს თავს კითხე, აბა წელს მე ვის რა ვავნე” ლიზას რჩევების წიგნიდან, ბეიზდ ონ ხალხური სიბრძნე. (სავარაუდოდ ამ ციტატის პოზიტიური ვერსიის შემქმნელმა, სწორედ ეს ხალხში ფართოდ გავრცელებული ვერსია გამოიყენა * ლიზას შენიშვნა)

წლის შეჯამება არა ის. არ მიყვარს. ხელი გამირბის უბრალოდ. მომენტებია, გადახედავ, ხვდები ოოოო, თურმე რაღაცეები ყოფილა. ესეთი ჯადოსნურობები სულ ხდება. უბრალოდ დეკემბრის ბოლოს გვახსენდება. ეგრე აგვაწყვეს. ზავადსკოი ნავაროდკებში ჩადებული გენეტიკური კოდია, ამბობდა ერთი.

ნუ რადგან უკვე თითქმის მთელი წელია გმირულად ვპოსტავ. ცხადია უსისტემოდ. დიდი შუალედებით. თან აქაურობას მაინც პირადი, ძალიან პირადი სახე აქვს. მაინც დამეწერება. (თავიდან არ ვაპირებდი, მაგრამ ბოლოს რომ გადავიკითხე მაინც ეგრე გამომივიდა, ასე რომ შეემზადე).

მეორე მომენტია კარგი ტონია ბლოგავდე. სათქმელი რომც არ გქონდეს. როგორც მე. უბრალოდ. შენთვის. როცა უძილობა გაქვს. სკაიპში ყველას ძინავს. ახალი ფოტოც არავის დაუდია ფეისბუქზე. ნუ რაღაც ხომ უნდა გააკეთო. ხოდა ნუ წერ. მეც ასე ვარ ზუსტად. და ეხლა განსაკუთრებით.

თან მოდი იმასაც ვიტყვი, რომ 99,1 % სიამოვნებს, სხვის ცხოვრებაში ქიშმიშების ძებნა. ასე, რომ თუ რამე საინტერესოს წააწყდი აუცილებლად მაცნობე, წერილობითი სახით :) რა იცი, იქნებ მეც გამომადგეს.