იანვარი


ახალი წელი იანვრის ბოლომდე.

31ში სამსახურში დაიწყო მგონი. ნუ დიდი აღფრთოვანებით არ შევხვედრივარ ამ ამბავს. სთაჶი ფანტასტიური, მაგრამ კორპორატივები არ მხიბლავს. თან საერთოდ. უაზორდ ვიძაბები. იდეაში გკიდია, რას იფიქრებს შენზე დავუშვათ ბუღალტერი (რომელიც ამ ჯერზე საერთოდ არ მოსულა) მაგრამ მაინც. ისიც დაემატა, რომ კონტაქტი ვისთანაც მქონდა ის ხალხი ან აღარ მუშაობდა ან სრიალებდა. ასე რომ სამსახურიდან პირდაპირ ნინასთან წავედი. სახეზე “ახალი წელი მოდის” ეწერა პირდაპირ. ჩემს სავარძელზე გავმაგრდი. ნახევარი კოლოფის და 5 ფინჯანი ყავის მერე გაირკვა. როგორც ყოველთვის პონტი არ არის. ასეც ვიცოდი. არასდროს არ არის. ჩემთვის პრინციპში კიდევ ერთი, მიზეზით დალევის არასამუშაო დღეა. მეორე ნახევარიც მოვწიეთ. და…

ბოლო ბოლო წავალთ მესამე მეგობართან. სადაც ჩვენი დაოჯახებული მეგობრები, მას მერე რაც სიდედრებს და დედამთილებს უმეკვლებენ (მგონი ეგეთი სიტყვა არ არის მაგრამ ხომ მიხვდი) მოვლენ 4 საათისთვის, ახეული სახეებით. მაგრამ მაინც.

ამ დროს ჩემს დას უკვე დარეკილი ქონდა -შენ თუ ვერაფერს გაჩითავ ჩვენთან გაგისწორდება- ტექსტით. 7 წლით პატარისგან თავმოყვარე ადამიანს უჭირს ხოლმე ამის მოსმენა ვაღიარებ. ხოდა მეც პირველ ვარიანტზე დავრჩი. 16 წლის ბავშვებთან გენიალურია ყურებით სიარული. უბრალოდ ისევ შენი ხელფასდაგვიანებული მეგობრები გირჩევნია.

მორალი: სექტემბრიდან აქტუალური კითხვაზე – შენა და (!) ახალ წელს რას (ვ)შვები(თ) – თუ არ გაქვს პასუხი. არც პაროვ სტელარის ივენთზე გიყიდია ბილეთი. U2 იმედი კიდე რეავიცი რეავიცი… ნერვები გეშლება, რომ ყველაზე თავმოუბმელი მეგობრები გყავს. გაატარე. როგორიც არ უნდა გამოვიდეს მერე მაინც კარგად გაგახსენდება. (ერთ ახალ წელს ფაქტიურად სახაჭაპურეში შევხვდი პუშკინზე. ათეულში მგონი პირველზეა.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: