როგორ გავატარე ზაფხულის არდადეგები :!:


სექტემბერი – წერა-კითხვისგან გამოწვეული ინზომნია. მოკლედ ერთ დღესაც, რომ ვერ დავიძინე ღამის 5ზე ხელახლა ჩავრთე ლეპტოპი, Berlin-Tiflis Lastminute. გენიალურად ჩამეძინა. მეორე დილით გადავამოწმე მაინც_ხომ არ მესიზმრა. თურმე მართლა. 5 დღეში მივფრინავდი ისე, არავინ იყო აზზე. 5 დღე ვფიქრობდი ვის როგორ შევხვდებოდი. ბოლოს მგონი ამისგან დამეწყო ინზომნია. საკურსოები საოცარი მოტივაციით დავამთავრე ყველა. ხუთწლედი ოთხწლედში. ბერლინი-ვენა-თბილისი.

ვენაზე რომ დიდად არ ვგიჟდები. არაჩვეულებრივია რამდენიმე საათით. დიდი ხნით იქ ცხოვრება sucks. (ძალიან სუბიექტური აზრი). თუ გინდა სნობიზმი დაარქვი. სკარეე ვსევო, სრულიად საპირისპირო. აი ქუჩაში კარეტები, იპოდრომის სუნი, მენუეტების ხმა, რომ ავტომატურად ცუდად ვხდები. ჩემი აბურჯგნული, ბომჟებით დახუნძლული აღმოსავლეთ ბერლინი მირჩევნია. აშკარად. (და დასავლეთში პრინციპულად არასდროს ვიცხოვრებ). ნუ ეხლა პრინციპში არავინ მახევს კალეთებს ჩამოდიო.

გავიარეთ. სტანდარტული ღირსშესანიშნაობების ნაცვლად. თუ იმ ჯადოსნურ სახლს არ ჩავთვლი, ერთი ძველი, კეთილი მეგობრის, შემდეგ ჩემს მიერ აპრობირებულ მეთოდს მივმართე. (დამიჯერე ამართლებს.)თუ ხვდები უცნობ (თუნდაც ნაცნობ) ქალაქში. გაქვს ცოტა დრო. როგორც წესი რეისებს შორის. კეთილი რჩევა: ნუ გავარდები პირველივე მაღაზიაში, ან ყველაზე ხალხმრავალ მუზეუმში. მაინც არ შეგერგება. ხუთმაგად დაიღლები. მერე გასავათებულმა უნდა იფრინო. მოიცა რა.

ამიტომ, იღებ უბრალო მოკვდავივით ავტობუსის ან მეტროს ბილეთს ქალაქის ცენტრამდე. ჩამოდიხარ. დაახლოებით 10-15 წუთიანი სეირნობის მერე  (ნებისმიერი მიმართულებით), ირჩევ კაფეს. სვამ ყავას. სავარაუდოდ ეწევი. (სასურველია გარეთ.)ამასობაში აკვირდები ხალხის მოძრაობის ტემპს. ვაფშე რა ტიპები არიან. ყავას ნელ-ნელა სვამ. თან გონებაში ირჩევ საუნდტრეკს. ვენაზე მართლა მენუეტები მახსენდება ხოლმე, მაგრამ სავალდებულო სულაც არ არის. იყოს თუნდაც…… სეპულტურა. ხოდა აი კაფედან გამოსული, მიდიხარ იმ შენი საუნდტრეკით და თან სეირნობ. ფოტოებს იღებ. პრინციპით ეხლა მე, ეხლა შენ (თუ გაგიმართლა და მარტო არ ხარ), ან აი, ეს ხედები (ზუსტად იგივე რაც ყველა საიტზე დევს) ოღონდ შენ მარტო რამდენიმე კადრში ხარ. როცა ჲაპონელი ტურისტი დაინახე. შეგიცოდა და გადაგიღო. თან იმდენად სანდო გამომეტყველება ქონდა, ან შენზე იმდენად კარგი აპარატი რომ, ნამდვილად არ გაიქცეოდაა.

ა პრო პო ჲაპონელი ტურისტი. გულისმომკვლელი სანახაობა ვნახე. დაბოდიალობდა ერთი ცალი. ეგეთი. ხელში შტატივით. კამერაზე დავდუმდები. მოკლედ, არჩევდა ხედებს ქოქავდა კამერას და… თვითონ წინ დგებოდაა იღიმებოდა დაა წკაპ… ისე შემეცოდა… :|

ვენაზე მოვრჩი.

შემდეგი პუნქტი თბილისი. დილის ხუთ საათზე ოჯახს რომ ადგები, ვერ უნდა იყოს კარგი ამბავი. დედას სავარაუდოდ ჰგონია, რომ გამოცდებში ჩაიჭერი. და _ გლანძგავს და ძილს აგრძელებს (სიზმარი ვეგონე, როგორც მეორე დილით გაირკვა). მამას მეორე შვილი ერევი. მეგობარს შენი და _ შორიდან. ახლოს რომ მოდის შოკში ვარდება, მანქანის დარტყმის პერსპექტივით.

ძალიან გავერთე. ასეთი კიდევ ოცი ისტორია იყო სხვადასხვანაირი შეცხადებებით. აქვე მეორე კეთილი რჩევა. თუ ასეთს რამეს დაგეგმავთ, ჯობია გყავდეთ მოკავშირე. მაგალითად მეგობრის და. რომელიც ორგანიზებას გაუწევს ყველაფერს. დაგეგმავს მოულოდნელ შეხვედრას. ან რაღაც ამდაგვარს. გამოდის მინუს ერთი ადამიანი, ვისაც ჭკუიდან გადაიყვან მაგრამ მაინც. აქვე შეეგუე, რომ ტაქსის მძღოლს გულით შეეცოდები, რომ აკორდეონით და და წითელი ვარდებით არავინ დაგხვდება.

შვებულება სახლში. ძალიან ვისიამოვნე. ორკვირიანი ვოჲაჟი. არ მეყო? უმმ არა პრინციპში კი. უბრალოდ რაღაც მომენტებია. უცნაური ის იყო. რომ დაბრუნებულს ისევ აქ მქონდა სახლური მომენტი.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: