Archive for January, 2010

შობის მაგივრად

Posted in Just on January 7, 2010 by Lisa

რაღაცას ვსვამდით ლიმონით. მერე ავლაპარაკდით. ერთმა დაახეთქა 31ში ქორწილი მაქვსო. აგვისტოს ოღონდ. ნოემბერში უკვე ვიცოდი. შოკი იყო. არ მეგონა რომ აქაც ასე. ხო ნუ ყველას რო შვილები ყავს. გათხოვილი გოგოები და იმათი ქმრები, რომ ვერ ხვდებიან მე რატო არ მინდა. მკიდია. აი მერე რო მკერავნ რო იქნებ მაინც მეფიქრა ვფსიხდები. აქაც დავაფრქვიე ყველაფერი რასაც ვფიქრობდი. ელენას გარდა არავინ დამეთანხმა. ელენა იტალიელია. აი ისეთი ფილმებში როა. რაღაც მუხტი მოაქვს. ყოველ დილას მშობლიურ ენაზე დედის ტრაკს აგინებს ბერლინის ამინდს. ზამთარში განსაკუთრებით. წიგნი ხო არ დავწერო ყველა ჩემ კაცზე. ეგეთი რამე კარგად იყიდება. რაღაც ხეირი ხო უნდა იყოს მაგათგანო. მეორე ვარიანტიც ქონდა. მონასტერი. :D ნუ რადი რაზნოობრაზია.

გახსნილდა. ხალადეცი იქნებოდა ბევრგან. არასდროს მიყვარდა, რელიგიური კი არა საერთოდ დღესასწაულები. ბავშობის ტრამვაა. ეს ორი სახლი… კიდევ ერთი მიზეზი… 

ის წიგნის იდეა აშკარად მომეწონა. პროსტა უკვე იმდენმა დაწერა. თან ჩამონათვალი აშკარად არასაკმარისია. მაგრამ ოდესმე ერთი ნოველის გამოცხობა შეიძლება. ყველამ საბოლოოდ ისე ააწყო როგორც უნდოდა. მერე მირეკავდნენ და მამცნობდნენ ცხოვრების აფდეითებს. თითქოს ჩემ გამო ცვლიდნენ რამეს. ან მე მითხოვია ოდესმე თითქოს სტაბილური ცხოვრება დაიწყე-თქო.

და მეც, вспоминая моих грустных… ნუ როგორც არის. ერთმა ეგეთმა ლინკი მომწერა – ტექსტი გგავსო. უკვე დაწერას ვაპირებდი და ეს ლინკიც ვნახე. სტრანნი განწყობა მოვიდა. მოკლედ კარგად იყავით სადაც ხართ და როგორც ხართ. მეც ზუსტად ისე ვარ როგორც მინდოდა. 1:1 ვოტ. (არა, ეს ცოტა აგრესიულად გამომივიდა, ეგრე არ მინდოდა, თქვენ მაინც ხომ მიცნობთ, მაგრამ მართლა მასე ვარ).