შუა ფურცელი ამომიხიე რა…


წამოსვლამდე ჩემი ხარა-ხურა ყუთებში შევფუთე. ტომ სოიერის ჯიბეები მონაგონია. ხელსაწმენდები წარწერებით. ფოტოები. რვეულის ბოლო გვერდები. გაკვეთილების პროტოკოლი.

დემოგრაფიის სემინარი. კვირა დილა. 9 საათი. ამას უსინდისობა ქვია მეტი არაფერი. მეოთხე დღეა 9:00-18:00. ექვსის ნახევარზე ვიღვიძებ. როგორ რეკავს ხუთი საათიდან ხუთ წუთში ერტხელ, ბ-ანალური იქნება რომ დავწერო.

ბოლო ბლოკია _ ამიტომ ვიტან. მეორე მანდარინი. ამ გოგომ აშკარად არ იცის ლაპარაკი. თან ისევ შვედეთზე ლაპარაკობს. ნახევარი წელი ცხოვრობდა. შესაბამისად ყველა რეფერატში შვედეთს რევს. მაინც ვერ ყვება. სულ პირველი ჯგუფური მოხსენების გაკეთება ერთდ მოგვიწია. საშინელი იყო.

ორ საათშია შემდეგი პაუზა. :|

იანვრის ბოლო დღეა. უნას უყვარს. ქაუნთდაუნი აქვს ხოლმე დაწყებული აგვისტოს ბოლოდან შემდეგ ზაფხულამდე. მზე გამოვიდააა, უბრალოდ ყინულის შვიდსანტიმტრიანი თუ გადნება ოდესმე მადლობელი ვიქნები. მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვები და ამბები აღარ შევლის ამ ამბებებს. ორი დღის წინ ქეის ველაპარაკე. აცივდა თბილისში და ბედნიერი ვარო. მეთქი უკვე იმდენი ბედნიერებები მაქვს სად წავიღო აღარ ვიცი თქო.

მერე გამახსენდა შარშან ერთად მოვდიოდით ხოლმე სამსახურიდან ხშირად. ქუდს და ქოლგას არ ვცნობდით. ნუ მამენტ არც ციოდა შარშან ასე ძალიან. –20 არ იყო ყოველ შემთხვევაში. მაგრამ მაინც მასე იქნებოდა.

სახელმწიფოს როლი ურბანიზაციის, გლობალიზაციის, და გლობალური დათბობის პროცესებში.

არადა მართლა საინტერესოა მგონი. ჲანი გენიალური ტიპია. მოდის მუდმივად გამოუძინებელი. დაუძლეველი დემოგრაფიული პრობლემებბი. იტოგში ტრაკშi ვართ. აწი აღარაფერი გვეშველება. გლობალური დათბობა. დაბალი შობადობა, მაღალი სიკვ-ტილიანობა. არარელევანტური საპენსიო სისტემა. აუთენტური ცოდნის ნაკლებობდა. იდეოლოგიური მანიპულაციის საფრთხე. მეგაპოლისების გამოსხივების ეფექტი ურბანიზაციის პროცესში.

ვანგას მონათხრობი: კლიმატის ცვლილება, წყლის დაშირობა. საკვების ნაკლებობა. მჟავა წვიმები-ამაზე ჯერ კიდევ ნარგიზა ლაპარაკობდა. 2025 წლის პროგნოზი წყალთან მიმართებაში. აფრიკას და სამხრეთ აზიიიას დაენძრა, ზატო ევროპა დდა სხვა მასონური სახელმწიფოები გადარჩება.

ჯანმრთელობის სისტემა. ნეგატიური გამოსხივება, სიკვდილიანობიის მატება სიცხის გამო.

vón Government zu Governance

P.S სადღაც ერთი თვის წინ ვწერდი. ვციდილობდი სემინარზე ცოტა სერიოზული სახე მქონოდა. მოკლედ ეს ყველაფერი იმას გავს, სკოლაში. მაშინ როცა ბიჭები კარაბლიკებს, და ტანკებს თამაშობდნენ, გოგოების რვეულებიდან ამოხეულ შუა ფურცლებზე. ჩვენ ამ დროს რვეულის ბოლო გვერდზე გაკვეთილის პროტოკოლს ვწერდით. типа ირაკლიმ მაკას ტრუბკით საკერავი ნემსი ესროლა. ამ დებილმა ისევ ვერ იგრძნო. არადა შეერჭო.

Advertisements

2 Responses to “შუა ფურცელი ამომიხიე რა…”

  1. აუ, შუა ფურცელი! ყველაზე მაგარი ხარ! :)

  2. mas gakvetils ver movkvebi, pasta saxlshi damrcha :D :chatlax:

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: