Archive for March, 2010

On the (cross)road

Posted in Just on March 26, 2010 by Lisa

ჩვენ ტერმინალში ვცხოვრობთ.

აეროპორტის თაობა დაგვარქვა ჩემმა მეგობარმა. თვითონაც ეგეთია.

90იანების მიგრაციის პირველ ტალღაში არ მოვყოლილვართ. მაშინ სკოლა იყო. პავლოვზე სროლა. ბლЯდსკი ბაღში რაზბორკები.

ჩვენ მერე ავიბარგეთ. ორიათასისკენ.

ნელ-ნელა.

ცოტ-ცოტა.

მოკლე-მოკლე.

მერე ჩავრჩით.

მგონი.

ოღონდ სად არ ვიცი.

ჩვენი ბავშვობის ოთახებში სხვები ცხოვრობენ.

ჩვენები ამბობენ რომ გადავჯიშდით: გვაქვს უსაფუძვლო ამბიციები. ზედმეტი დამოუკიდებლობა. არავითარი იდენტურობა. აღარც ეთნიკური მიკუთვნება.

ჩვენ აეროპორტის თაობა ვართ. ჰაერში ვცხოვრობთ. მისამართს ხელფასის მიხედვით ვიცვლით.

გვაქვს ჩემოდნები მუდმივ მზადყოფნაში. სულ უფრო ნაკლები ბარგით და „ჩემებთან რაღაცას გაგატან“ ადგილით.

ჩვენ ტრანზიტულ-ტერმინალში ვცხოვრებთ. პირდაპირი რეისი არ გვაქვს. არც მიმართულება.

სამაგიეროდ გვაქვს ბლოგი და ფეისბუქის ექაუნთი.

ჩვენ არ ვცნობთ ადნაკლასსნიკებს. ვამბობთ რომ გოიმობაა. მაგრამ ძველ კლასელებს მაინც ვეძებთ.

გვაქვს მეტროს პრაიზნოი. ხანდახან სექსიც. მაინც გვენატრება თბილისის ტაქსებში ზასაობა.

ჩვენ ფრენებს შორის ვცხოვრობთ. და ამ დროს ვაფრენთ.

ლიტ.კაჶეში ინტერნეტი ეკიდება. სამაგიეროდ, მაინც გაშლილი გვაქვს ნეტბუქები. ვატარებთ სათვალეს. კონცეტრირებული სახით შემდეგ შეხვედრას ველოდებით.

ახლობლების ნახვის გრაფიკი გაწერილია. ლიმიტირებული. სამაგიეროდ ყოველთვის გვრჩება დრო ძველი მეგობრებისთვის. რომლებთანაც ოდესღაც ფლირტი გვქონდა. იმათი სასაუბბრო თემები არ შეცვლილა თურმე. გული გწყდება სადღაც. სადღაც გიხარია, რომ თვითონ შეიცვალე.

ვეღარ ვიტანთ რეპლიკებს. რომ “სადაც ჩევნ ვართ ძალიან მაგარია”, “ჩვენც მაგარი ტიპები ვართ იმიტო რო წავედით”. და იქ იმიტო ჯობია, რომ თვითონ არასდროს ყოფილან.

მხოლოდ ჩვენ ვიცით. სადღაც შიგნით. რომ ეს ყველაფერი ფიქციაა.

ფიქცია რეალურ დროში. ვირტუალურ სამყაროში.

მერე ისევ ვკრავთ ჩემნოდანს.

Advertisements

да выключите кто нибудь эту рыбу

Posted in Just on March 12, 2010 by Lisa

კომუნაში მინდოდა მეცხოვრა ყოველთვის. (წერა დავიწყე თუ არა, ჯერ ერთმა გამოირა, მერე მეორემ, ბოლოს მესამესთან წავედით). მოკლედ თავიდან ვიწყებ:

ყოველთვის მინდოდა კომუნაში მეცხოვრა. ჯერ ჰიპობანას ვთამაშობდი. მერე შესაბამის ფორუმზე ვწერდი. სანამ უსერებმა ცოცხლად არ დაჭამეს ერთმანეთი. (ჰიპები ნუ (!)) არ ღირდა. წამოვედი. მერე ასე ვერთობოდი. 

დღეს ტელეფონის დალაგებისას (!) საინტერესო note ვიპოვე. მთავარი ის კი არ არის ცხოვრებაში ერთხელ იყო ჰიპი. მთავარია მთელი ცხოვრება დარჩე ჰიპად. (დათო ტურაშვილი) 2004 წელი მესტია. (ეს უკვე ჩემი მინაწერი).

ზუსტად მაშინ. უამინდობის გამო, რომ ჩავრჩით. მუჭში მოქცეულ ბოლო ღერებს ვეწეოდით მე, ნინა და დედა. ვლაპარაკობდით გაოგნებამდე. ის იხსენებდა. ჩვენ ვოცნებობდით. მესამე კურსზე გადავდიოდით. არადა იმ ზაფხულს ლჰასაში გვინდოდა წასვლა. სიმშვიდე დედამიწაზე მარტო ტიბეტში  და სვანეთშია. თქვა ნინამ. (ესეც ტელეფონში ვიპოვე). მეორე დილით ქვედა გზით დავბრუნდით.

სენტიმენტალური ნაგვის გარეშე: ისეთი ორი კვირა აღარ ყოფილა. ყველაფერი გაჩვეულებრივდა. ნომადივით დავიწყე ცხოვრება. იქ სადაც არ ვიყავი მენატრებოდა. ეხლა ჩვევაში გადავიდა. ესეც. ეხლა კომუნაშიც ვცხოვრობ. მაგარი სტრანნი გრძნობაა. დაჭრილ ვაშლს რომ ჩაკბეჩ, და მიხვდები რომ მანამდე ვიღაცამ იმავე დანით ხახვი დაჭრა და არ გარეცხა. საბოლოოდ ვერ ხვდები რას ჭამ. არც ეშვები. მჟავე, მწვანე ვაშლი მაგრა გინდოდა. მერე რა თუ სხვა გემოც დაყვება. ესეც კომუნალკის изюминкებია.

ჩანდა თეთნულდი.  и за окошком альпы. და კომუნაში მინდოდა მეცხოვრა.

P.S აშკარად სათაური ვერ. მგონი რაღაც სხვა მინდოდა დამეწერა. სადღაც ხუთ დღეში ცოტა ხნით ჩავდივარ. სვანეთში ხომ არ ავსულიყავი?