Archive for the Just Category

!!!!

Posted in Just on May 21, 2010 by Lisa

readershi shecvalet http://paranokia.wordpress.com/

me da wordpressma ertad avuriet :|

Advertisements

like sneakers on a wire

Posted in Just on May 21, 2010 by Lisa

ათი წელია უკვე ერთად ვართ. მის გარეშე ერთი დღეც ვერ ვძლებ. არა, ნუ ეხლა ყოფილა რთული პერიოდი. როგორც ყველასთან ალბათ. ერთხელ ნახევარი წელიც კი გაგრძელდა. მაგრამ ნუ შემდეგ ორივემ მოვინდომეთ. მეგობრებიც ჩაერიენ. და…. რამდენი ხანი გასულა ამასობაში. ნწ ნწ ნწ ჩვენ ერთად გავატარეთ ყველაზე ბედნიერი წუთები. ერთად ვიყავით როცა ყველაზე მეტად მტკიოდა. რამდენჯერ გაგვითენებია. არ ვიცი არ ვიცი. უკვე ათი წელია ვეწევი.

რაფიელ ერისთავი და… აიათოლაჰ ჰომეინი

Posted in Just on May 11, 2010 by Lisa

უკვე იმდენი დაწერეს, რომ გული მერევა. ისევ ვირტუალურ რეალობას ვუბრუნდები. ბინარულ სამშობლოში (!) მოვლენები ფანტასტიურად ვითარდება. დედისტრაკიზაცია ჶეისბუქზე. გამოხატავენ საკუთარ აზრს თავისუფლად და შეეცი თუ გინდა.

ძალიან არ მინდა კიხვაზე: საიდან ხარ? ჩემი პასუხი: ჯორჯია, ხეორხია, გეორგიენ… ისეთივე თანაგრძნობა-რესპექტნარევ ღიმილს იწვევდეს, მე რომ მემართება ირანელებთან საუბრისას. типа: რა დღეში ჩაგაგდეს თქვე საწყლებო 79ში, პატივს ვცემ შენს მშობლებს იქ რომ იქ არ დარჩნენ.

ჩვენი ქართულის და ისტორიის მასწავლებლებს ზედმეტი მოუვიდათ. მგონი.

პერედოზიროვკა.

Binary reality & digital love

Posted in Just on May 11, 2010 by Lisa

ვწერე. ვწერე. მერე შენახვა დამავიწყდა. ასეც უნდა ყოფილიყო. წინა ცხოვრებიდან ამოქექილი პოსტის სათაური. არააქტუალური.

მოკლედ რა იყო ეხლა. ერთხელ მგონი ვახსენე, (თითქმის) ყველაფერს ასე ვინიშნავ ხოლმე, მერე ვეღარასდროს ვპოულობ. ეს სათაურიც ასე იყო. რამე გემრიელის დაწერა მინდოდა. მერე ისტორია გახუნდა.

“უთავმოყვარეობაა და მეტი არაფერი” – მეტყოდა ეხლა -  “პირადი ცხოვრება არავის მოახვიო, ეს ერთი, რა საჭიროა ხალხის დაგრუზვა ეს ორი და ბოლოსდაბოლოს შეეშვი ამ დისტანციურ მარაზმს ეს სამი”. ჰო, ზუსტად ასე მეტყოდა. ხმა მესმის პირდაპირ. მართალიც იქნებოდა.

მეც, როგორც მორჩილი (!) შვილი, პირნათლად ვასრულებ ართქმულ დარიგებას. არ ვწერ პირადზე(ხანდახან მეპარება ხოლმე). ვცდილობ არ დავგრუზო და რაც მთავარია ვირტუალურ-ვითომარსებულ-დისტანციურ ურთიერთობებს საბოლოოდ შევეშვი მგონი.

მატარებელი ზესტაფონი-ქვემო ტოკიო..

Posted in Just on April 25, 2010 by Lisa

ვგიჟდებოდი ამ არტზე. მერე ზესტაფონი უფრო აქტუალური გახდა. მოკლედ მატარებლამდე ორი საათია. გარეთ ოცი გრადუსი. მე არასეზონური ფეხსაცმილით. მოკლედ ბოდიალს აზრი არ ქონდა, ან მე არ მქონდა თავი. მოთბო extra cold heineken (მენიუშში ასე ეწერა) სამაგიეროდ WIFI და თურქული ესტრადა.

დüსელდორფში აღმოვჩნდი. როგორ და რატომ შემდეგ პოსტში. ქალაქით აშკარად ვერ აღვფრთოვანდი. პრაღის ბრალია ალბათ. სამაგიეროდ, პროდუქტიული და შინაარსიანი სემინარი იყო. 68 წლის ევროპულ მემარცხენე მოძრაობაზე. ერთი ტიპი გაიჩითა (მომხსენებელი) “ხო, რავიცი მე და რუდი ერთად ვწერდით პროკლამაციებს, მერე წიგნიც გამოვეცითო”, ჩვენს გაოგნებულ სახეებს რომ დააკვირდა დაამატა, რუდი.. დუჩკე..

One life stand

Posted in Just on April 19, 2010 by Lisa

დიდი ხნის წინ ჩავინიშნე სათაურად.  ვფიქრობდი დამეწერა. აღარ ღირს…

და ეს Fოტოც ისე. სხვათაშორის. შემთხვევით წავაწყდი.

Continue reading

On the (cross)road

Posted in Just on March 26, 2010 by Lisa

ჩვენ ტერმინალში ვცხოვრობთ.

აეროპორტის თაობა დაგვარქვა ჩემმა მეგობარმა. თვითონაც ეგეთია.

90იანების მიგრაციის პირველ ტალღაში არ მოვყოლილვართ. მაშინ სკოლა იყო. პავლოვზე სროლა. ბლЯდსკი ბაღში რაზბორკები.

ჩვენ მერე ავიბარგეთ. ორიათასისკენ.

ნელ-ნელა.

ცოტ-ცოტა.

მოკლე-მოკლე.

მერე ჩავრჩით.

მგონი.

ოღონდ სად არ ვიცი.

ჩვენი ბავშვობის ოთახებში სხვები ცხოვრობენ.

ჩვენები ამბობენ რომ გადავჯიშდით: გვაქვს უსაფუძვლო ამბიციები. ზედმეტი დამოუკიდებლობა. არავითარი იდენტურობა. აღარც ეთნიკური მიკუთვნება.

ჩვენ აეროპორტის თაობა ვართ. ჰაერში ვცხოვრობთ. მისამართს ხელფასის მიხედვით ვიცვლით.

გვაქვს ჩემოდნები მუდმივ მზადყოფნაში. სულ უფრო ნაკლები ბარგით და „ჩემებთან რაღაცას გაგატან“ ადგილით.

ჩვენ ტრანზიტულ-ტერმინალში ვცხოვრებთ. პირდაპირი რეისი არ გვაქვს. არც მიმართულება.

სამაგიეროდ გვაქვს ბლოგი და ფეისბუქის ექაუნთი.

ჩვენ არ ვცნობთ ადნაკლასსნიკებს. ვამბობთ რომ გოიმობაა. მაგრამ ძველ კლასელებს მაინც ვეძებთ.

გვაქვს მეტროს პრაიზნოი. ხანდახან სექსიც. მაინც გვენატრება თბილისის ტაქსებში ზასაობა.

ჩვენ ფრენებს შორის ვცხოვრობთ. და ამ დროს ვაფრენთ.

ლიტ.კაჶეში ინტერნეტი ეკიდება. სამაგიეროდ, მაინც გაშლილი გვაქვს ნეტბუქები. ვატარებთ სათვალეს. კონცეტრირებული სახით შემდეგ შეხვედრას ველოდებით.

ახლობლების ნახვის გრაფიკი გაწერილია. ლიმიტირებული. სამაგიეროდ ყოველთვის გვრჩება დრო ძველი მეგობრებისთვის. რომლებთანაც ოდესღაც ფლირტი გვქონდა. იმათი სასაუბბრო თემები არ შეცვლილა თურმე. გული გწყდება სადღაც. სადღაც გიხარია, რომ თვითონ შეიცვალე.

ვეღარ ვიტანთ რეპლიკებს. რომ “სადაც ჩევნ ვართ ძალიან მაგარია”, “ჩვენც მაგარი ტიპები ვართ იმიტო რო წავედით”. და იქ იმიტო ჯობია, რომ თვითონ არასდროს ყოფილან.

მხოლოდ ჩვენ ვიცით. სადღაც შიგნით. რომ ეს ყველაფერი ფიქციაა.

ფიქცია რეალურ დროში. ვირტუალურ სამყაროში.

მერე ისევ ვკრავთ ჩემნოდანს.