Archive for the Uncategorized Category

18.02.2009

Posted in Uncategorized on February 17, 2009 by Lisa

პლედში გახვეული. დიდი ფინჯანი ყავა. საფერფლე. გარეთ თოვს. ხვალ ალბათ გზა იქნება. თუ არც.

არადა როგორ მინდა რომ არ. 

Advertisements

Just… ნუ რა თქმა უნდა

Posted in Uncategorized on January 30, 2009 by Lisa

არა სულ Just არ არის ყველაფერი? პრინციპში ხო. იმ დღეს რომელიღაც ბლოგზე ვკითხულობდი მგონი კომენტარებში, (არ მახსოვს თორე დავლინკავდი) პრივატ ბლოგებს გოგოები მარტო PMSის დროს წერენო, თუ რაღაც ამდაგვარი. ვერ შეეკამათები აშკარად. თუ არადა ასეთი უნიჭო პოსტი გამოდის. ისიც Just იმიტომ რომ თქვა რომ ცოცხალი ხარ. ამ ბლოგსაც ხო დიდი პრეტენზიები არ აქვს, აი გაისად ახალი წლის არდადეგებზე რომ არ მეცოდინება რა გავაკეთო, ბარემ ერთი წელიც იქნება გასული და გადავხედავ. მერე გავიგებთ გძე მი ბილი ჩო მი ძელალი. ხო აბა მე ბლოკნოტი და დღიური ვერ ვმეგობრობთ, ან ისინი იკარგებიან ან მე. ალბათ მეორე უფრო მარა მაინც.
ხო მართლა ეს youtube-ს პოსტებიც დასალაგებელი იქნება, ალბათ სხვა გვერდზე გადავიტან, და ეგეც ისტორია იქნება…
მოკლედ საქმეს ვიმარტივბ მემუარების ამბავში რომ არ დამენძრეს მერე. ასაკი მაინც თავისას შვება..

E-Valuation

Posted in Uncategorized on December 31, 2008 by Lisa

ჯერ ბოლო 23 შეფასებას ვაპირებდი მიზეზთა გამო. ისე, ჩემთვის. მერე რა თქმა უნდა დამეზარა. აღმოჩნდა, რომ ბლოგის ბოლო მცდელობაც წამიშლია. სტაბილურობა გადავწყვიტე :D. მორიგი დავიწყე. უნდა გავაგრძელო. ასე მინდება ხოლმე წლის ბოლოს, რომ აი შემდეგ წელს… ხო გასაგებია როგორც.  ძალიან მაინტერესებს რამდენად გამომივა. ცოტა მეეჭვება. ნუ, მაინც.

რომ ვთქვა რომ რაღაც საოცარი წელი იყო… ჰმ… მმ… პრინციპში კი. ყოველ შემთხვევაში ბევრი პოზიტივი იყო ბევრი, რაღაცეები მოხდა, რთული. ცუდიც.

არა, რა. მაინც ფანტასტიური. თუ ამ ტემპით გაგრძელდა, ნამდვილად ბევრი იქნება აქ მოსაყოლი.

Another Blog….

Posted in Uncategorized on December 23, 2008 by Lisa

კიდევ ერთი ბლოგი, რომელსაც ვიწყებ და ალბათ სხვებივით არ წავშლი.

ნუ იმედი მაქვს ყოველ შემთხვევაში.